Monday, July 19, 2010

დავბრუნდი...

| | 0 comments

მე ისევ დავბრუნდი... ამ ბლოგს რომ ვუბრუნდები ესე იგი ცუდად ვარ... არა ძალიან ცუდად...
წეღან ვიწექი და დაძინებას ვცდილობდი...არ დამეძინა.მისი მაისური მქონდა ჩახუტებული და ყურში ირაკლი მღეროდა ,,წავიდეთ''...
და უცებ მივხვდი,რომ სიკვდილი მინდა და თან მეშინია.
ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდები თუ ასე მის მაისურ ჩახუტებული,პიჟამოში და ყურებში ყურსასმენებით აღმომაჩენენ ალბათ რამდენიმე დღის მერე...
ავდექი ისევ ავანთე შუქი სასტუმრო ოთახში,ისევ ჩავრთე კომპიუტერი და შევუდექი აქ ჯღაბნას.იქნება დილამდე დრო გავიდეს.იქნება არ მოვკვდე დღეს...იქნება ხვალ არ გავიწირო და ჩვეულებრივი სავსე,ბედნიერი დღე გამითენდეს,როგორის ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მითენდებოდა ყოველ დილით...
დღეს 20 ივლისია,ჩემთვის ყველაზე საყვარელი დღე...
ზუსტად ამ დღეს ერთი წლის წინ...

ეჰ...
რა იქნება ხვალ ნეტავ?!
ისევ ირაკლი,ისევ ქეთათო და მათი სიმღერა ,,ხალხს''...


Read more...

Friday, April 9, 2010

| | 1 comments

9 აპრილი, კიკვიძის ბაღი, საღამო . . . წუთი წუთზე წვიმა დაიწყება, ცივი და უსიამოვნო ქარი უბერავს, სწორედ ასეთი ამინდი მიყვარს, როცა ყველა ეშურება დროზე შეაფაროს რამეს თავი, სანამ გაწვიმდება, მე კი ფეხი ფეხზე გადადებული ვზივარ გმირთა მემორიალის გვერდით, ღია ცის ქვეშ, სკამის მოაჯირზე ლუდი "ნატახტარის" ალუმინის ქილა მიდგას, დრო და დრო ვწრუპავ და ბლოკნოტში ამ პატარა ჩანახატს, ჩემი ცხოვრების ერთ პატარა ნაწყვეტს ვწერ და სულ არ მენანება დრო, რომელსაც აქ ჯდომაში ვხარჯავ . . .

დღეს საშინელი და მძიმე დღე მქონდა. შენ ნაწყენი ხარ ჩემზე . . . მჯერა რომ შემირიგდები, მაგრამ ეს არ მამართლებს. ძალიან განვიცდი რომ გულს გტკენ, შენ ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხარ ჩემთვის და რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ შორის, ყოველთვის იმად დარჩება ჩემ გულში, ვინც ახლა ხარ . . .

წუხელ სიზმარში გნახე. მე, შენ და ჩემი კატა ვიყავით ერთად სადღაც კოშკში, რომელზეც მრგვალი კიბე ადიოდა შიგნიდან და ამ კიბეებზე ავდიოდით. ერთ ხელში კატა მეჭირა და მეორე შენზე მქონდა მოხვეული. მხიარული იყავი, ვიცინოდით, მაგრამ ძალიან არეული სიზმარი იყო და ბევრი არაფერი მახსოვს, მახსოვს რომ რატომღაც ძალიან დაძაბული ვიყავი და უსიამოვნო წინათგრძნობა მქონდა . . .

აუტანელი ადამიანი ვარ, ვხვდები ამას, მაგრამ ვერაფერს ვშველი ჩემ თავს. აქამდე არ მადარდებდა ეს, მაგრამ ახლა, როცა ვხედავ რომ ჩემი დაუკვირვებელი ნათქვამებით ძალიან გტკენ გულს, ვცდილობ შევიცვალო, ვმუშაობ ჩემ თავზე, მაგრამ ეს ასე ადვილი არ არის. ტვინში, სისხლსა და ხორცში გამჯდარი ხასიათის შეცვლა ძალიან ძნელია, მაგრამ შევძლებ, ოღონდ შენ მომეცი სტიმული, დამანახე რომ შენთვის რამედ ვღირვარ, რომ სულ ერთი არაა ჩემი აზრი, ჩემი ქცევა, და მე ყველაფერს ვიზავ საყვარელო, შევძლებ შევიცვალო საბოლოოდ . . .

შენთან ურთიერთობამ ჩემი თავი დამანახა. დამანახა რომ რთული პირევნება ვარ, როგორც შეყვარებული. ძალიან ეჭვიანი ვარ, პათოლოგიუარდ ეჭვიანი და მიუხედავად ჩემი უდიდესი სიყვარულისა დაუკვირვებელი ვარ, რის გამოც ხშირად ისეთ რამეს ვიძახი, რითიც საშინლად გტკენ გულს. მე არ მინდა, ხანდახან არც იმის თქმა მინდა რასაც ვამბობ, ხანდახან კი სულ არასწორად ვამბობ სათქმელს, დაუფიქრებლად, გაუაზრებლად და მერე ვნანობ. არ ვიცი ეს რისი ბრალია, ლაპარაკი არ ვიცი, უფრო სწორედ გრძნობებზე შესაფერისი სიტყვების შერჩევა არ ვიცი. აი ამის ბრალია ყველაფერი . . .

. . . აი ამ წამს რაღაცნაირი იმედი ვიგრძენი გულში. იმედი იმისა რომ სახლში რომ მივალ და კომპიუტერს ჩავრთავ, შენ შემირიგდები . . . არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როცა საყვარელი ქალი, შენი მეორე ნახევარი, ქალი, რომელსაც შენი სულის ნაწილად თვლი თბილად გესაუბრება, უყვარხარ, შენთან ერთად გრძნობს შენ ტკივილს, სიცივეს, სიყვარულს და ყველა ადამიანურ გრძნობას შენთან ერთად განიცდის . . .

ახლა ნიაზ დიასამიძის სიმღერა გამახსენდა უცებ:

"სანამ არ გაიყინები ვერ აფასებ სითბოს . . ."

მგონი დროა უკვე წავიდე სახლში, მშია, მცივა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შენ მელოდები. შენ - ჩემი მომავალი შვილების დედა, შენ - რომელიც ჩემი ცხოვრების ბოლომდე ერთადერთი ქალი იქნები ჩემ სამყაროში, შენ - რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალე, შენ - რომელმაც საკუთარი თავი მაპოვნინე, შენ - რომელმაც დაანგრიე ჩემ ირგვლივ ამოშენებული სქელი კედელი და მზის სხივზე გამომიყვანე, შენ - რომელმაც ჩემ ცხოვრებას აზრი შესძინე . . .

სხვა ამდენს ვერ შეძლებდა, მხოლოდ შენ შეგეძლო ამის გაკეთება, რადგან ვიცი, ისე გიყვარვარ, როგორც არავის, რადგან ჩვენმა სულებმა ერთმანეთი იპოვეს . . .

და შეიყვარეს . . .

" და ასე იქნება მუდამ, ვიდრე ზამთრობით ბეღრურები თბილ ქვეყნებში გადაფრენას დაისწავლიან . . ."


/PINK/
Read more...

Sunday, January 17, 2010

Manson

| | 0 comments

GOD and Satan are the two sides to describe who you are! ©Marilyn Manson



Read more...

ატმის რტოო, დაღალულო რტოო

| | 0 comments

ატმის რტოო, დაღალულო რტოო,

ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი.

ქარიშხალი მოდის საიმდროო,

ყვავილების ქარში მიჰქრის ტბორი.


მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი,

ამ გრიგალში დრო არ არის სხივის.

დაღალული ყვავილი ხარ სუსტი.

ქარი კივის, ქარი კივის, კივის.


ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი,

ახლა ზღვაა, ახლა სისხლის დროა,

თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი...

ატმის რტოო, დაღალულო რტოო.


1916 გალა




Read more...

მაგრამ ჯერ...

| | 0 comments

წამოხვიდოდი ჩემთან ერთად ყველაზე მიყრუებულ აფრიკის რომელიმე სოფელში სამუდამოდ დასარჩენად?

ვიცი რომ წამოხვიდოდი... : )
მაგრამ ჯერ...

ანდალუსიის მერე პარიზის ძველ სამიკიტნოში გამოვთვრებით ლუდით,ტიტველი ფეხებით ვიბოდიალებთ წვიმისგან ატალახებულ ქუჩაში,ერთ ლაბადაში თავშეფარებულები...ვივლით,ბვერს...წვიმაში,თოვლში,პაპანაქებაში...შევაგროვებთ სამახსოვრო ნივთებს,ნიჟარებს,ზიზილ-პიპილებს...დავწერთ ბლოგზე სად რას გავაფუჭებთ და სად რას შევიძენთ სამუდამოდ მეხსიერებაში...ჩავიცვამთ ბულგაკოვისეულ იმ ერთ ცალ დიდ ჩექმას,ხო ხო ორივე ჩავიცვამთ იმ ერთ ცალ ჩექმას და ვივლით აღმა-დაღმა...
და როცა მივხვდებით რომ ბუდე ასაშენებელია,მერე დავადგებით გზას იქ,სადაც ნახევრადაც არ შეუდგამს ფეხი ცივილიზაციას...
ამბობ ტიბეტიო,ნეპალიო... არა...მე აფრიკა მირჩევნია.ზანგის ბავშვების გვერდით სხვანაირები გაიზრდებიან ისინი......


quiero contigo...
Read more...