Thursday, June 18, 2009

ლოოოოოოოოოოოოლ...

| | 0 comments

ხო,მე დაგრუზული ვარ საერთოდ.აი,ქარში მოფარფატე ბუმბულივით ვარ.რომ არ იცის და არც ძალუძს სადმე დაესვენოს.არ ვიცი,ცხოვრებით უკმაყოფილოვარ.არ მინდა ასე პასიურად ვიყო.არ მინდა რომ მარტოსულობით ვიტანჯებოდე.თუმცა ამ შემთხვევაში სულის სიმარტოვეს არ ვგულისხმობ.ყველანი ისედაც მარტონი ვართ.მაგრამ ფიზიკური სიმარტოვე მომბეზრდა.მინდა მიყვარდეს,მინდა განვიცდიდე,მინდა ვიღაცისთვის ვიპრანჭებოდე,მინდა ვიღაცას ველოდებოდე გაწყობილი,სანთლებით დამშვენებული მაგიდის წინ დამჯდარი და საათზე ვიხედებოდე როდის შემოაღებს კარს.მომბეზრდა თავისუფლება,მომბეზრდა თამაში,ყელშია მოვიდა ეს ნიღაბი...მინდა ის ვიყო,ვინც სინამდვილეში ვარ...არ მინდა მომდგარ ცრემლებს ვმალავდე მხოლოდ იმიტომ რომ ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას ვახდენდე.სამწუხაროდ არავინ მიყვარდება...

მინდა მეც ვიგრძნო ჩემზე ძლიერი,რომელსაც სიამოვნებით მივენდობოდი.დასაყრდენი მინდა...ქართველი და არა ვიღაც გადამთიელი.

აქ კი ქართველები არ არიან და ეს მთრგუნავს...საქართველო და ქართველები ჩემთვის შორეულ ოცნებად იქცა...აუ ეს რა დამემართა,რეებს ვწერ და თან ვტირი...დავიგრუზე...არადა მშვენიერ ხასითზე ვიყავი...ახლა პლაჟზე უნდა წავსულიყავი მამიდაშვილთან ერთად მარა არსად არ წავალ...


ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ....





Read more...

Thursday, June 11, 2009

მარტოობის გარდაცვალება

| | 0 comments

და როცა მიხვდა,რომ მის გარდა ამას არავინ გააკეთებდა მოჰკიდა ფუნჯს ხელი და ნაცრისფერი ხაზი გაავლო...არ ესმოდა,რომ მის ლანდს ეს უკვე აღარ შეეძლო... შიშით სავსე თვალები მოავლო ოთახს... კედლები მთვარის სისავსეს ირეკლავდა და ჩონჩხადქცეული ფანჯრის ნაპრალიდან სიცივის სუნს ისრუტავდა...ქარი ამოდ გლეჯდა სიფრიფანა ფარდის ნაკუწებს კედლის დასისხლულ ღრძილებზე...მეწამული ათინათი,რომელიც ძველი,იეროგლიფებწაშლილი შანდლის ტაფობიდან ნათელს სცემდა ობმოკიდებულ მოლბერტს,ქარის ყოველ წამობერვაზე ხტოდა ავხორცი ქალის სავსე მუხლებივით...მხატვარს თავი ჩაექინდრა და ბრილიანტებაკიაფებული თვალებით დასჩერებოდა შეციებული კანივით ფერდაკარგულ ტილოზე მოხაზულ ორ ოვალს.მხრები უთრთოდა... ციოდა... განუხორციელებელი იდეები უტრილებდნენ თავში ეშმაკის ბორბალივით ნელა,მონოტონურად...ხელი...ხმელი...როგორც მუმიის...საკუთარი ხელი ვერ იცნო...ფუნჯი ისევ ამოავლო პალიტრაზე შემზადებული ფერის ნაცრისფერ ტბორში...თვალებს სიწითლე მოაწვა შმაგი... ჩრდილებს ყვითელი მელანქოლია...წამწამებს შორის გაკრთა ალმასი და შეიხორცა წარბმა თოლია...ტილოზე ნელინელ ადამიანის თვალები გამოიკვეთა... და სწორედ ამ დროს დაჰკრა საათმა---შუაღამის ოთხი...გაჩერდა დრო...მიცივალა სიმარტოვე... და ნახატი დარჩა თვალების ამარა...





Read more...