და როცა მიხვდა,რომ მის გარდა ამას არავინ გააკეთებდა მოჰკიდა ფუნჯს ხელი და ნაცრისფერი ხაზი გაავლო...არ ესმოდა,რომ მის ლანდს ეს უკვე აღარ შეეძლო... შიშით სავსე თვალები მოავლო ოთახს... კედლები მთვარის სისავსეს ირეკლავდა და ჩონჩხადქცეული ფანჯრის ნაპრალიდან სიცივის სუნს ისრუტავდა...ქარი ამოდ გლეჯდა სიფრიფანა ფარდის ნაკუწებს კედლის დასისხლულ ღრძილებზე...მეწამული ათინათი,რომელიც ძველი,იეროგლიფებწაშლილი შანდლის ტაფობიდან ნათელს სცემდა ობმოკიდებულ მოლბერტს,ქარის ყოველ წამობერვაზე ხტოდა ავხორცი ქალის სავსე მუხლებივით...მხატვარს თავი ჩაექინდრა და ბრილიანტებაკიაფებული თვალებით დასჩერებოდა შეციებული კანივით ფერდაკარგულ ტილოზე მოხაზულ ორ ოვალს.მხრები უთრთოდა... ციოდა... განუხორციელებელი იდეები უტრილებდნენ თავში ეშმაკის ბორბალივით ნელა,მონოტონურად...ხელი...ხმელი...როგორც მუმიის...საკუთარი ხელი ვერ იცნო...ფუნჯი ისევ ამოავლო პალიტრაზე შემზადებული ფერის ნაცრისფერ ტბორში...თვალებს სიწითლე მოაწვა შმაგი... ჩრდილებს ყვითელი მელანქოლია...წამწამებს შორის გაკრთა ალმასი და შეიხორცა წარბმა თოლია...ტილოზე ნელინელ ადამიანის თვალები გამოიკვეთა... და სწორედ ამ დროს დაჰკრა საათმა---შუაღამის ოთხი...გაჩერდა დრო...მიცივალა სიმარტოვე... და ნახატი დარჩა თვალების ამარა...
Thursday, June 11, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
0 comments:
Post a Comment