მიყვარხარ! უკვე მეორედ გეუბნები ამ საძაგელ სიტყვას.
მიყვარხარ,მაგრამ მძულხარ!
მძულხარ იმიტომ,რომ მიყვარხარ...
ვერ დავაშორე ეს ორი სიტყვა ერთმანეთს,თორემ აქამდე მეშველებოდა თუმცა ბოლოს და ბოლოს ეს მაინც მოხდა დღეს
მძულხარ მხოლოდ იმიტომ,რომ შენ ის ჩაიდინე,რაც არ უნდა გექნა...
მძულხარ მაგ შენი უბადრუკი სულის გამო,იმიტომ რომ ეს სული შემიყვარდა და არა შენი უნიათო სხეული...
მძულხარ შენი სილაჩრის გამო და ამას გაბედულად გეუბნები...ამაოდ ვცადე ჩამეკმინდა ხმა,რომელიც ჩემს შიგნიდან თავზარდამცემად გაჰკივის...ვერ შევძელი და ეს არის სიმწრის ხავილი რასაც ახლა კითხულობ...სულ გაბარებ აღსარებას,თუმცა ამ აღსარებას მონოლოგის სახე აქვს,იმიტომ რომ შენ ვერ ისმენ...პერიოდული მოძღვარივით იქეცი ჩემთვის... მე არ მცხვენია ვაღიარო შენთან სიმართლე,თუნდაც ამისთვის გავცამტვერდე შენს თვალში... ეს არ მადარდებს...არ მადარდებს თუნდაც იოტისოდენა ფასიც თუ არ მექნება შენს თვალში იმიტომ,რომ შენ თავად ხარ ჩემს თვალში არარაობა...
მე მძულხარ შენ იმისთვის,რომ არსებობ და სადღაც სულს ღაფავ
მე მძულხარ შენ იმიტომ,რომ შენი არსებობა ჩემდაუნებურად აღმოვაჩინე და ამაში ლომის წვლილი შენ მიგიძღვის...
მე მძულხარ შენ იმიტომ,რომ ჩემს წინაშე შენი დანაშაულის აღიარების უნარიც კი არ შეგწევს იმდენად მხდალი ხარ მე მძულს ის,ვინც ოდესმე ალბათ შენი ცოლი გახდება...მე მძულს შენი ის არსება,რომელიც მას მოეფერება და გაანაყოფიერებს...
მე მძულს ის დღე,როცა ეს მოხდება დამე მძულხარ შენ მთელი არსებით...და არ მძულხარ იმის გამო,რომ მე არ მეკუთვნი...კარგად იცი,რომ შენგან არაფერი მჭირდებოდა არასოდეს...
მძულხარ მხოლოდ იმიტომ,რომ სულის სიმშვიდე დამირღვიე...და ჩემდა სამარცხვინოდ ვაღიარებ,რომ მიყვარხარ...თუმცა სიძულვილი სიყვარულზე მეტია ფარდობითად,ამიტომ მე დღეიდან სამუდამოდ ვთავისუფლდები შენგან...შეგიძლია მშვიდად ამოისუნთქო,ვიცი,რომ ეს სადღაც მაგ მხდალი გულის მიყრუებულ კუთხეში მაინც გაწუხებდა.
ადიოს...