საშინელება ის არის,რომ დაჟანგული არ ლპება...ვერაფერი ჭამს...საშინელება იცის არის,რომ კვლავ მეფიქრება,მინდა თუ არ მინდა...ეს წყეული რაღაც როგორ გაჯდა ასე ჯიუტად ჩემში მიკვირს...
იცი რა არის მძაფრი,სიკვდილივით საშინელი?როცა არ გინდა და მაინც შენშია...არც მე ვიცოდი ეს აქამდე რა იყო...ახლა ვიცი...ნუთუ შეიძლება უხორცო,უსულო არსება ასე რეალურად ვიგრძნო ჩემში...მხოლოდ ფიქრებში...ეს სისულელეა...ვიცი,რომ გიჟი ვარ... თუმცა ჩემს ირგვლივ მყოფებს ნორმალური ვგონივარ...
რას არ გავცვლიდი მხოლოდ ერთ შეხებაში...მხოლოდ ერთხელ...ჩახუტება მინდა ერთადერთხელ.მაგრად...აი ისე,რომ ძვლებამდე ვიგრძნო...ვიცი,ამ დროს ქანდაკებასავით გაშეშებული და ცივი იქნება,მაგრამ მართლა ქვის გამოსახულება რომ იყოს,მე მაინც გონების დაკარგვამდე ჩავეხუტებოდი...როგორც ცოცხალ არსებას მისას...გუშინ რეები ვუთხარი...მინდოდა გამემწარებინა...მისი სიკვდილი მინდა...მინდა,რომ მოკვდეს...ეგოისტი ვარ და არ მინდა ვინმემ თუნდაც ხელი ჩამოართვას...მოკვდეს რა...
,,წადი,თავი მოიკალი''...
ჩემი უბედურება,უკურნებელი სენია...თუმცა თითქოს ვერაფერს მაკლებს...მე ვცხოვრობ უმისოდ და საკმაოდ ბედნიერი ვარ...რომ არა ეს მოსიარულე არსება---კიბო,სრულფასოვანი ბედნიერების შეგრძნება მექნებოდა...მე სხვასთან ვარ...სხვასთან ერთად ვატარებ დროს...ვსვამ ვისკის,ყავას,ვაბოლებ სიგარას,შევექცევი ნაყინს...სხვასთან ერთად დავეხეტები ფეხშიშველი ზღვის სანაპიროზე,სხვის მხარზე მიდევს თავი---საუკუნოვანი ნანგრევების ქვებზე ჩამომჯდარს,სხვის თმას ვეფერები...სხვის ხელს...და ამ დროს სადღაც შორეულ წარმოსახვაში,სადღაც მრავალი კილომეტრის იქით მყოფ რეალურ სამყაროში არსებობს ის...არ მგონია ასეთი რამ ვინმეს შემთხვეოდეს ოდესმე---ორი უკიდურესობა: სიძულვილი და მეორე,მისი საპირისპირო(ის სიტყვა მძულს და არ ვიტყვი).რატომ მოხდა ასე,რომ ვიღაცა სრულიად უმნიშვნელო არსება ჩემს უბედურებად იქცა...
ვწვალობ,იცი?ჰოდა ამ სატანჯველიდან მინდა განვთავისუფლდე...მხოლოდ მაშინ დავმშვიდდები,როცა მეცოდინება რომ მოკვდა...ასეთ განწყობაზე იშვიათად ვარ...სიამოვნებით ვუყურებდი როგორ კვდება და...მერე მეც...
მთელი სამყარო იწყება და მთავრდება აქ...
პ.ს.მინდა ასე მიყვარდეს მთელი ცხოვრება,როგორც ახლა...
0 comments:
Post a Comment