9 აპრილი, კიკვიძის ბაღი, საღამო . . . წუთი წუთზე წვიმა დაიწყება, ცივი და უსიამოვნო ქარი უბერავს, სწორედ ასეთი ამინდი მიყვარს, როცა ყველა ეშურება დროზე შეაფაროს რამეს თავი, სანამ გაწვიმდება, მე კი ფეხი ფეხზე გადადებული ვზივარ გმირთა მემორიალის გვერდით, ღია ცის ქვეშ, სკამის მოაჯირზე ლუდი "ნატახტარის" ალუმინის ქილა მიდგას, დრო და დრო ვწრუპავ და ბლოკნოტში ამ პატარა ჩანახატს, ჩემი ცხოვრების ერთ პატარა ნაწყვეტს ვწერ და სულ არ მენანება დრო, რომელსაც აქ ჯდომაში ვხარჯავ . . .
დღეს საშინელი და მძიმე დღე მქონდა. შენ ნაწყენი ხარ ჩემზე . . . მჯერა რომ შემირიგდები, მაგრამ ეს არ მამართლებს. ძალიან განვიცდი რომ გულს გტკენ, შენ ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხარ ჩემთვის და რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ შორის, ყოველთვის იმად დარჩება ჩემ გულში, ვინც ახლა ხარ . . .
წუხელ სიზმარში გნახე. მე, შენ და ჩემი კატა ვიყავით ერთად სადღაც კოშკში, რომელზეც მრგვალი კიბე ადიოდა შიგნიდან და ამ კიბეებზე ავდიოდით. ერთ ხელში კატა მეჭირა და მეორე შენზე მქონდა მოხვეული. მხიარული იყავი, ვიცინოდით, მაგრამ ძალიან არეული სიზმარი იყო და ბევრი არაფერი მახსოვს, მახსოვს რომ რატომღაც ძალიან დაძაბული ვიყავი და უსიამოვნო წინათგრძნობა მქონდა . . .
აუტანელი ადამიანი ვარ, ვხვდები ამას, მაგრამ ვერაფერს ვშველი ჩემ თავს. აქამდე არ მადარდებდა ეს, მაგრამ ახლა, როცა ვხედავ რომ ჩემი დაუკვირვებელი ნათქვამებით ძალიან გტკენ გულს, ვცდილობ შევიცვალო, ვმუშაობ ჩემ თავზე, მაგრამ ეს ასე ადვილი არ არის. ტვინში, სისხლსა და ხორცში გამჯდარი ხასიათის შეცვლა ძალიან ძნელია, მაგრამ შევძლებ, ოღონდ შენ მომეცი სტიმული, დამანახე რომ შენთვის რამედ ვღირვარ, რომ სულ ერთი არაა ჩემი აზრი, ჩემი ქცევა, და მე ყველაფერს ვიზავ საყვარელო, შევძლებ შევიცვალო საბოლოოდ . . .
შენთან ურთიერთობამ ჩემი თავი დამანახა. დამანახა რომ რთული პირევნება ვარ, როგორც შეყვარებული. ძალიან ეჭვიანი ვარ, პათოლოგიუარდ ეჭვიანი და მიუხედავად ჩემი უდიდესი სიყვარულისა დაუკვირვებელი ვარ, რის გამოც ხშირად ისეთ რამეს ვიძახი, რითიც საშინლად გტკენ გულს. მე არ მინდა, ხანდახან არც იმის თქმა მინდა რასაც ვამბობ, ხანდახან კი სულ არასწორად ვამბობ სათქმელს, დაუფიქრებლად, გაუაზრებლად და მერე ვნანობ. არ ვიცი ეს რისი ბრალია, ლაპარაკი არ ვიცი, უფრო სწორედ გრძნობებზე შესაფერისი სიტყვების შერჩევა არ ვიცი. აი ამის ბრალია ყველაფერი . . .
. . . აი ამ წამს რაღაცნაირი იმედი ვიგრძენი გულში. იმედი იმისა რომ სახლში რომ მივალ და კომპიუტერს ჩავრთავ, შენ შემირიგდები . . . არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როცა საყვარელი ქალი, შენი მეორე ნახევარი, ქალი, რომელსაც შენი სულის ნაწილად თვლი თბილად გესაუბრება, უყვარხარ, შენთან ერთად გრძნობს შენ ტკივილს, სიცივეს, სიყვარულს და ყველა ადამიანურ გრძნობას შენთან ერთად განიცდის . . .
ახლა ნიაზ დიასამიძის სიმღერა გამახსენდა უცებ:
"სანამ არ გაიყინები ვერ აფასებ სითბოს . . ."
მგონი დროა უკვე წავიდე სახლში, მშია, მცივა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შენ მელოდები. შენ - ჩემი მომავალი შვილების დედა, შენ - რომელიც ჩემი ცხოვრების ბოლომდე ერთადერთი ქალი იქნები ჩემ სამყაროში, შენ - რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალე, შენ - რომელმაც საკუთარი თავი მაპოვნინე, შენ - რომელმაც დაანგრიე ჩემ ირგვლივ ამოშენებული სქელი კედელი და მზის სხივზე გამომიყვანე, შენ - რომელმაც ჩემ ცხოვრებას აზრი შესძინე . . .
სხვა ამდენს ვერ შეძლებდა, მხოლოდ შენ შეგეძლო ამის გაკეთება, რადგან ვიცი, ისე გიყვარვარ, როგორც არავის, რადგან ჩვენმა სულებმა ერთმანეთი იპოვეს . . .
და შეიყვარეს . . .
" და ასე იქნება მუდამ, ვიდრე ზამთრობით ბეღრურები თბილ ქვეყნებში გადაფრენას დაისწავლიან . . ."
/PINK/
Read more...