,,ისევ მარტოობა და ისევ ღერი პაპიროსი.ისევ სავსე საფერფლე და ჩემი უყურადღებობით მომდურებული,სავარძელში შავი,ფუმფულა ბალიშივით მომრგვალებული ჩემი კატა.ტიპიური ბებრის ,,მოგონებებით სავსე'',უფერული ცხოვრების ერთი წამის შეჩერებული კადრი.ხელში საქსოვის ნაცვლად ლეპტოფის კლავიატურა...
ბანალური ფრაზების დახვავების ხასიათზე ვარ.აგრესიული,დაცარიელებული,ნატკენი,თოკზე ფეხით ჩამოკიდებულივით ვგრძნობ თავს,სისხლი თვალებსა და ცხვირში მომაწვა,გამისკდა კაპილარი და დაჭიანებულ იატაკზე მდორე გუბე თანდათან ფართოვდება მგონია.
გინდა მოგწერო?გინდა?ხომ გინდა?ხომ მოითხოვ?ხოდა მერე ცრემლიანი ემოცია არ დამანახო.მკიდია თუ გულზე გხვდება ჩემი სიტყვები.უნდა მოგხვდეს აბა როგორ გინდა?გაზღვევინებ მეთქი ყველა იმ წამისთვის,რაც მე გადავიტანე.შურისძიების სურვილი არ მაქვს,უბრალოდ ძარღვში მაქვს ჩაპროგრამებული გაბოროტება შენზე.
ვიცი რომ გიყვარვარ,ვიცი,რომ შენთვის ყველაფერი ვარ,ხოდა სწორედ ამხელა და ამსიღრმე სიყვარულისთვის გაგაკრავ ჯვარზე.
ნუთუ ვერ ხვდები,რომ თავს შენი ნებით უშვერ გილიოტინას?ვერ ხვდები,რომ თუ კი ახლა შემიძლია შენი გათიშვამდე წყობიდან გამოყვანა,რას გიზამ მაშინ,როცა გვერდით მეყოლები.გაგაცამტვერებ...ამას გპირდები.
და თუ მაინც შენი ნებით არ წახვალ და თავს არ უშველი,მე ხელს ვიღებ პასუხისმგებლობაზე,რომ შენ თავისუფლებას არ დაკარგავ.
მზად ხარ ამისთვის?
თუ ,,კი'',მაშინ ამოდი შენი ფეხით,თოკი რა ხანია ელის შენს ყელს...მე კი ჩემი ჩექმის დამტვერილ წვერს დიდის ნეტარებით წავკრავ იმ სკამს,რომელზეც ფეხით ხარ შემდგარი...
თუ მზად ხარ გარდაცვალებისთვის,მაშინ კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს ბნელ,იმქვეყნიურ გამოქვაბულში...
სხვა სამყარო,ჩემი სამყარო მოუთმენლად ელის შენს სახეცვლილ არსებას თავისთან...
მიყვარხარ ''
0 comments:
Post a Comment