Sunday, January 17, 2010

როცა აღარ ვიქნებით

| |

სამყარო იცოცხლებს,
მხოლოდ ორნი ვიქნებით სხვაგან...
მაგრამ მე მინდა არ დასრულდეს ეს სრბოლა სულის,...
მე მინდა,მინდა,ერთმანეთის გვერდით დაგვმარხონ
ეს არ მოხდება,მე ესეც ვუწყი...
მაგრამ როდესაც ხვალ ჩვენ ორნი აღარ ვიქნებით,
მზე კვლავ ამოვა დილის ცეკვას კვლავ შეასრულებს,
ჩვენ არ მოგვწვდება მისი სითბო,ღრმა სამყოფელში,
შავი აკლდამა აგვარიდებს ნანატრ ნამზეურს...
და მაყრიონი შავ ყვავების გადიფრენს ცაზე,
ცხენების რემა ჩაუქროლებს მინდორს ჭიხვინით,
დილის რიჟრაჟზე დაიყივლებს მამალი სადღაც,
სოფელს ოდაში გაჰფენს ქალი სუფრას დაჭმუჭვნილს.
ძაღლი კვლავ შეჰყეფს პატრონს რამე ლუკმის ლოდინში,
ბოსელში ძროხა შეამზადებს ძუძუს შვილისთვის,
მოხუცი სათლით და ძველი ტოლჩით
წაფახფახდება ტეთრი სითხის გამოსაწველად.
და ჩვენ ვიძინებთ ტრიალ მინდორზე ჩვენს სამყოფელში,
მწვანე ბალახი გულმოქარგავს საფლავის თავებს,
წამოიშლება ქარის ხმაზე ხმელი ფოთლები
და დაეყრება მიტოვებულ ჩვენს უტყვ საფლავებს...
მე მინდა მხოლოდ შენთან ვიყო მიწის უბეშიც,
ერთად ვუცქერდეთ ჰორიზონტზე აშხვართულ ალვებს...
და მზე,რომელიც ასე გვიყვარს სიცოცხლის მერეც,
სანატრელ დაისს შეუსრულებს ცისფერ ტატნობებს...
და გვირილებსაც ჩვენთან ერთად დაეძინებათ...



4 აგვისტო.2009.

0 comments:

top

Post a Comment