Sunday, January 17, 2010

შენ და ცა

| |

ქალაქს ოხშივარი ასდის...იწვება მალაგა.ჩემს ფანჯრებთან მანდარინის ხეებს ყვავილები უსკდებათ და ირგვლივ აფრქვევენ გაზაფხულის სურნელებას ამ აგვისტოში...ზღვა...რა ზღვაა ღმერთო...მუქლურჯი,ნაცრისფერში გარდამავალი...გახურებულ სხეულს ცივი წყალი სიამოვნებს და მინავლული ცეცხლივით მშვიდდება აბობოქრებული სისხლი ძარღვებში...

ზურგზე ვწევარ... უკიდეგანო ზღვის ტალღებს ვარ მინდობილი...ცაში თეთრი თოლია დაჰქრის და ჭიჭყინებს...დღეს მეორე დღეა უშენოდ გატარებული...არა.ორი საუკუნე გავიდა...ნეტა ერთხელ მაინც თუ გაგახსენდი...ნეტა სად ხარ ახლა...ნეტა თუ ახვედი იმ მთის მწვერვალზე,ასე ძალიან რომ გინდოდა იქ დაჯდომა და ფიქრი...ნეტა თუ გაგახსენდი მაგ დროს,იფიქრე ჩემზეთქო რომ გთხოვე?!...

ფუნჯით გხატავ წარმოსახვაში,მინდორზე დამჯდარს და მეოცნებე თვალებით ცის სიღრმეში მაცქერლს...

იცი?მეც მაგ ცას ვუყურებ ახლა და მგონია რაღაც გვაკავშირებს...ცისფერი,ან ლურჯი,ან სულაც თეთრი ცა...მე კი კვლავ ზურგზე ვწევარ ზღვის ზედაპირზე ტალღებს მინდობილი...ზღვა ოდნავ ღელავს,ტორტმანებს და აკვანივით მარწევს...

და ცა თითქოს მუქია,ლაჟვარდისფერი...ირგვლივ მხოლოდ ლურჯი ფერია---ცა და ზღვა...

ვეღარ ვარჩევ რომელია ზღვარი მათ შორის...ჰორიზონტს ვეღარ ვხედავ...ეს ლურჯი ფერი მე მაგონებს ცისფერ სარეცელს... :)

მგონია აკვარიუმში ვარ მოთავსებული,სადაც მხოლოდ წყალია დ სხვა არაფერი..ნეტა შენ რას გრძნობ,რაზე ფიქრობ,რას განიცდი...ნეტა თუ მოგენატრე ოდნავ მაინც...

როცა მომენატრები მე წვალ და ზღვას შევჩივლებ ამ ჩემს უთქმელ დარდს...როცა მომენატრები,მე ტყეში წავალ და ხის ძიებში მიმოფანტულ ჭრელა-ჭრულა ფოთლებს ვეჩურჩულები შენზე...როცა მომენატრები,ჩემი ფანჯრების წინ გუნ-გუნდად შემოსეულ ბეღურებს დავუყრი პურის ნამცეცბს და მათ დანახვაზე გამეღიმება,შენ გამახსენდები...როცა მომენატრები,ერთ ღერ სიგარეტს გავაბოლებ და აბრეშუმის ფარდებს შორის გამავალ გამჭვირვალე ბოლს დავაკვირდები...როცა მომენატრები,ალუმინის ლუდის ქილას დავცლი,მერე დავჭმუჭნი და სანაგვეში ჩავუძახებ...ხვდები,რომ ყოველი წამი სავსეა შემი მონატრებით?!ავად ვარ შენით...და შენ ჩემი მკურნალობა არ გსურს...

თუ გსურს?!აღარ ვიცი...




0 comments:

top

Post a Comment