Sunday, January 17, 2010

Manson

| | 0 comments

GOD and Satan are the two sides to describe who you are! ©Marilyn Manson



Read more...

ატმის რტოო, დაღალულო რტოო

| | 0 comments

ატმის რტოო, დაღალულო რტოო,

ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი.

ქარიშხალი მოდის საიმდროო,

ყვავილების ქარში მიჰქრის ტბორი.


მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი,

ამ გრიგალში დრო არ არის სხივის.

დაღალული ყვავილი ხარ სუსტი.

ქარი კივის, ქარი კივის, კივის.


ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი,

ახლა ზღვაა, ახლა სისხლის დროა,

თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი...

ატმის რტოო, დაღალულო რტოო.


1916 გალა




Read more...

მაგრამ ჯერ...

| | 0 comments

წამოხვიდოდი ჩემთან ერთად ყველაზე მიყრუებულ აფრიკის რომელიმე სოფელში სამუდამოდ დასარჩენად?

ვიცი რომ წამოხვიდოდი... : )
მაგრამ ჯერ...

ანდალუსიის მერე პარიზის ძველ სამიკიტნოში გამოვთვრებით ლუდით,ტიტველი ფეხებით ვიბოდიალებთ წვიმისგან ატალახებულ ქუჩაში,ერთ ლაბადაში თავშეფარებულები...ვივლით,ბვერს...წვიმაში,თოვლში,პაპანაქებაში...შევაგროვებთ სამახსოვრო ნივთებს,ნიჟარებს,ზიზილ-პიპილებს...დავწერთ ბლოგზე სად რას გავაფუჭებთ და სად რას შევიძენთ სამუდამოდ მეხსიერებაში...ჩავიცვამთ ბულგაკოვისეულ იმ ერთ ცალ დიდ ჩექმას,ხო ხო ორივე ჩავიცვამთ იმ ერთ ცალ ჩექმას და ვივლით აღმა-დაღმა...
და როცა მივხვდებით რომ ბუდე ასაშენებელია,მერე დავადგებით გზას იქ,სადაც ნახევრადაც არ შეუდგამს ფეხი ცივილიზაციას...
ამბობ ტიბეტიო,ნეპალიო... არა...მე აფრიკა მირჩევნია.ზანგის ბავშვების გვერდით სხვანაირები გაიზრდებიან ისინი......


quiero contigo...
Read more...

შენ...

| | 0 comments

...ის ადამიანი ხარ,ვისთვისაც ღირდა ჩემი ამ ქვეყნად მოსვლა...


,,ისევ მარტოობა და ისევ ღერი პაპიროსი.ისევ სავსე საფერფლე და ჩემი უყურადღებობით მომდურებული,სავარძელში შავი,ფუმფულა ბალიშივით მომრგვალებული ჩემი კატა.ტიპიური ბებრის ,,მოგონებებით სავსე'',უფერული ცხოვრების ერთი წამის შეჩერებული კადრი.ხელში საქსოვის ნაცვლად ლეპტოფის კლავიატურა...
ბანალური ფრაზების დახვავების ხასიათზე ვარ.აგრესიული,დაცარიელებული,ნატკენი,თოკზე ფეხით ჩამოკიდებულივით ვგრძნობ თავს,სისხლი თვალებსა და ცხვირში მომაწვა,გამისკდა კაპილარი და დაჭიანებულ იატაკზე მდორე გუბე თანდათან ფართოვდება მგონია.
გინდა მოგწერო?გინდა?ხომ გინდა?ხომ მოითხოვ?ხოდა მერე ცრემლიანი ემოცია არ დამანახო.მკიდია თუ გულზე გხვდება ჩემი სიტყვები.უნდა მოგხვდეს აბა როგორ გინდა?გაზღვევინებ მეთქი ყველა იმ წამისთვის,რაც მე გადავიტანე.შურისძიების სურვილი არ მაქვს,უბრალოდ ძარღვში მაქვს ჩაპროგრამებული გაბოროტება შენზე.
ვიცი რომ გიყვარვარ,ვიცი,რომ შენთვის ყველაფერი ვარ,ხოდა სწორედ ამხელა და ამსიღრმე სიყვარულისთვის გაგაკრავ ჯვარზე.
ნუთუ ვერ ხვდები,რომ თავს შენი ნებით უშვერ გილიოტინას?ვერ ხვდები,რომ თუ კი ახლა შემიძლია შენი გათიშვამდე წყობიდან გამოყვანა,რას გიზამ მაშინ,როცა გვერდით მეყოლები.გაგაცამტვერებ...ამას გპირდები.
და თუ მაინც შენი ნებით არ წახვალ და თავს არ უშველი,მე ხელს ვიღებ პასუხისმგებლობაზე,რომ შენ თავისუფლებას არ დაკარგავ.
მზად ხარ ამისთვის?
თუ ,,კი'',მაშინ ამოდი შენი ფეხით,თოკი რა ხანია ელის შენს ყელს...მე კი ჩემი ჩექმის დამტვერილ წვერს დიდის ნეტარებით წავკრავ იმ სკამს,რომელზეც ფეხით ხარ შემდგარი...
თუ მზად ხარ გარდაცვალებისთვის,მაშინ კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს ბნელ,იმქვეყნიურ გამოქვაბულში...
სხვა სამყარო,ჩემი სამყარო მოუთმენლად ელის შენს სახეცვლილ არსებას თავისთან...

მიყვარხარ ''



Read more...

კარი კვლავ ღიაა...

| | 0 comments

სიტყვები გითხოვენ მუზად თავისად,
ეძებენ სულიდან კარს...
სიტყვები ცდილობენ დუმილის დანგრევას,
უმწეოდ იკლავენ თავს...
ის ორი სანთელი გუშინ რომ დაგინთე,
ნახევრად იწვავენ თავს...
ცრემლები წვეთებად გზააბნეულები,
ორივე მდუმარედ დგას...
და თუ ვერ მოხვედი ისევე ჩემამდე
ნუ გადაიკეტავ გზას,
ის მაინც იცოდე,კარი რომ ღიაა
და კვლავ მოაშურე სახლს...
როდესაც მიხვდები
უაზრო ხეტიალს,
შეხედავ გაცვეთილ გზას
და როცა სურვილებს უქრება ფერები
და თუ ფერმკრთალდება ცა...
დაბრუნდი.მე გელი, კარი ხომ ღიაა
და სითბო კარს უკან დგას...
კვლავაც ძველებურად მოითხოვს ლოდინით
სანთლების პატრუქი ალს...
შენ კვლავაც უცხო და შორი
და ცივი ხარ
კვლავ შენი შიში მკლავს......


...დაბრუნდი,დაბრუნდი...
კარი ხომ ღიაა
და საითბო კარს უკან დგას...


31 Aug 2009, 03:16
Read more...

წერილი

| | 0 comments

წუხელის როგორ ერთად ვიყავით... ერთმანეთის კანში ჩამძვრალი,ერთმანეთს შეხორცებული...სისხლიც კი საზიარო კაპილარებით გვეწოდებოდა...თავსხმა წვიმაში ვიდექით ორივე და ერთად ვტიროდით...
მიუხედავად ყველაფრისა,მიუხედავად ასეულობოთ მილიონი სანტიმეტრისა რაც ერთმანეთს გვაშორებს რეალურად,მე მაინც შენში ვარ და შენ ჩემში.იცი,როგორ მიჭირს ახლა?ვერ წარმოიდგენ რას განვიცდი...ჩემს გონებაში უამრავი ჭინკა ირევა ახლა და ერთმანეთს სულ თავ-პირს ალეწავენ...მკაწრავენ ტვინში,მკბენენ,ნაცრისფერ უჯრედებს სათითაოდ ჰაერში ფანტავენ......ორი გზის გასაყარზე ვდგავარ და არ ვიცი რომელს დავადგე.ერთს --- თეთრი გვირილებით და ვარდისფერი ატმის ხეებით გადაპენტილ მწვანე მინდვრისკენ მიმავალს თუ მეორეს --- გამჭვირვალე,უფერული მცენარეებით დაფარული უმეტყველო ველისკენ მიმავალს...არადა მხოლოდ ის მინდორი მეოცნებება აგერ უკვე რა ხანია...ცხოვრების დამპალი,მოწამლული,გახრწნილი ლეშის სუნით გაჟრენთილი ჰაერი კი უჩინარი საცეცებით მეკიდება,წებოვან კლანჭებს მჭიდებს და უფერული ველისკენ მიმათრევს...მე იქ მინდა ლურჯი ცით გადახურულ მწვანე მინდორზე...ფრჩხილებით ვეჭიდები მიწას,ხეებს,ბალახებს,ქვებს...ყველაფერს რაც კი მომხვდება ხელში...ვცდილობ არ გამიტაცოს ცხოვრების აყროლებულმა ნესტიანმა,ავადმყოფმა ჰაერმა უფერული მინდვრისკენ...მაგრამ ვხვდები რომ ძალა აღარ მყოფნის...მიშველე რამე...იქეცი ჩემს საყრდენად.იქეცი ჩემს ხელმოსაჭიდად,რომ მოგენდო შენ და აგეკრა,როგორც სანდო საფეხურს...რომ ვერ გამიტაცოს ლორწოიანმა,გახრწნილი ჩონჩხის საცეცებმა იქ სადც ასე ძალიან სურს ცხოვრებას რომ გამათრიოს...არ მინდა ინგლისში...შენთან მინდა ნეპალში,ტიბეტში,ალჟირში,მოზამბიკში,ზიმბაბვეში,პეკინში,ახალ ზელანდიაში...ყველგან...ოღონდ შენთან...
Read more...

სიცივე

| | 0 comments

,,წავიდე სჯობს...ჩემით...სანამ გავუგდივარ ვინმეს...
წავიდე სჯობს,სანამ გავცრეცილვარ სიზმრად...
წავიდე სჯობს,ვიდრე მოგონებას შველი,
წავიდე სჯობს,ვიდრე მიგამსგავსე მიზანს...
სანამ მკვდარი რეალობა მიმღვრევს ისევ ძარღვებს,
სანამ ცრემლად მოხეთქილი ემოცია მძაბავს...
სანამ ისევ ჩემში თვლემენ ზღვები,
ჩამუქებულ ფერის,
ჩემი საყვარელი ფერის...

წავიდე სჯობს...სანამ ჯერ არ არის გვიან...
თუმცა ვიცი,უკვე ძანაც დაგვიანდა...
მაგრამ ვიცი,მაინც მოვალ შენთან...
მხოლოდ სიზმრად... ''


რა საშინელი დღე იყო ეს რომ დავწერე...არასოდეს დამავიწყდება...


20 ივლისი. 2009
Read more...

შენ და ცა

| | 0 comments

ქალაქს ოხშივარი ასდის...იწვება მალაგა.ჩემს ფანჯრებთან მანდარინის ხეებს ყვავილები უსკდებათ და ირგვლივ აფრქვევენ გაზაფხულის სურნელებას ამ აგვისტოში...ზღვა...რა ზღვაა ღმერთო...მუქლურჯი,ნაცრისფერში გარდამავალი...გახურებულ სხეულს ცივი წყალი სიამოვნებს და მინავლული ცეცხლივით მშვიდდება აბობოქრებული სისხლი ძარღვებში...

ზურგზე ვწევარ... უკიდეგანო ზღვის ტალღებს ვარ მინდობილი...ცაში თეთრი თოლია დაჰქრის და ჭიჭყინებს...დღეს მეორე დღეა უშენოდ გატარებული...არა.ორი საუკუნე გავიდა...ნეტა ერთხელ მაინც თუ გაგახსენდი...ნეტა სად ხარ ახლა...ნეტა თუ ახვედი იმ მთის მწვერვალზე,ასე ძალიან რომ გინდოდა იქ დაჯდომა და ფიქრი...ნეტა თუ გაგახსენდი მაგ დროს,იფიქრე ჩემზეთქო რომ გთხოვე?!...

ფუნჯით გხატავ წარმოსახვაში,მინდორზე დამჯდარს და მეოცნებე თვალებით ცის სიღრმეში მაცქერლს...

იცი?მეც მაგ ცას ვუყურებ ახლა და მგონია რაღაც გვაკავშირებს...ცისფერი,ან ლურჯი,ან სულაც თეთრი ცა...მე კი კვლავ ზურგზე ვწევარ ზღვის ზედაპირზე ტალღებს მინდობილი...ზღვა ოდნავ ღელავს,ტორტმანებს და აკვანივით მარწევს...

და ცა თითქოს მუქია,ლაჟვარდისფერი...ირგვლივ მხოლოდ ლურჯი ფერია---ცა და ზღვა...

ვეღარ ვარჩევ რომელია ზღვარი მათ შორის...ჰორიზონტს ვეღარ ვხედავ...ეს ლურჯი ფერი მე მაგონებს ცისფერ სარეცელს... :)

მგონია აკვარიუმში ვარ მოთავსებული,სადაც მხოლოდ წყალია დ სხვა არაფერი..ნეტა შენ რას გრძნობ,რაზე ფიქრობ,რას განიცდი...ნეტა თუ მოგენატრე ოდნავ მაინც...

როცა მომენატრები მე წვალ და ზღვას შევჩივლებ ამ ჩემს უთქმელ დარდს...როცა მომენატრები,მე ტყეში წავალ და ხის ძიებში მიმოფანტულ ჭრელა-ჭრულა ფოთლებს ვეჩურჩულები შენზე...როცა მომენატრები,ჩემი ფანჯრების წინ გუნ-გუნდად შემოსეულ ბეღურებს დავუყრი პურის ნამცეცბს და მათ დანახვაზე გამეღიმება,შენ გამახსენდები...როცა მომენატრები,ერთ ღერ სიგარეტს გავაბოლებ და აბრეშუმის ფარდებს შორის გამავალ გამჭვირვალე ბოლს დავაკვირდები...როცა მომენატრები,ალუმინის ლუდის ქილას დავცლი,მერე დავჭმუჭნი და სანაგვეში ჩავუძახებ...ხვდები,რომ ყოველი წამი სავსეა შემი მონატრებით?!ავად ვარ შენით...და შენ ჩემი მკურნალობა არ გსურს...

თუ გსურს?!აღარ ვიცი...




Read more...

როცა აღარ ვიქნებით

| | 0 comments

სამყარო იცოცხლებს,
მხოლოდ ორნი ვიქნებით სხვაგან...
მაგრამ მე მინდა არ დასრულდეს ეს სრბოლა სულის,...
მე მინდა,მინდა,ერთმანეთის გვერდით დაგვმარხონ
ეს არ მოხდება,მე ესეც ვუწყი...
მაგრამ როდესაც ხვალ ჩვენ ორნი აღარ ვიქნებით,
მზე კვლავ ამოვა დილის ცეკვას კვლავ შეასრულებს,
ჩვენ არ მოგვწვდება მისი სითბო,ღრმა სამყოფელში,
შავი აკლდამა აგვარიდებს ნანატრ ნამზეურს...
და მაყრიონი შავ ყვავების გადიფრენს ცაზე,
ცხენების რემა ჩაუქროლებს მინდორს ჭიხვინით,
დილის რიჟრაჟზე დაიყივლებს მამალი სადღაც,
სოფელს ოდაში გაჰფენს ქალი სუფრას დაჭმუჭვნილს.
ძაღლი კვლავ შეჰყეფს პატრონს რამე ლუკმის ლოდინში,
ბოსელში ძროხა შეამზადებს ძუძუს შვილისთვის,
მოხუცი სათლით და ძველი ტოლჩით
წაფახფახდება ტეთრი სითხის გამოსაწველად.
და ჩვენ ვიძინებთ ტრიალ მინდორზე ჩვენს სამყოფელში,
მწვანე ბალახი გულმოქარგავს საფლავის თავებს,
წამოიშლება ქარის ხმაზე ხმელი ფოთლები
და დაეყრება მიტოვებულ ჩვენს უტყვ საფლავებს...
მე მინდა მხოლოდ შენთან ვიყო მიწის უბეშიც,
ერთად ვუცქერდეთ ჰორიზონტზე აშხვართულ ალვებს...
და მზე,რომელიც ასე გვიყვარს სიცოცხლის მერეც,
სანატრელ დაისს შეუსრულებს ცისფერ ტატნობებს...
და გვირილებსაც ჩვენთან ერთად დაეძინებათ...



4 აგვისტო.2009.
Read more...

როცა გამიუჩინარდი

| | 0 comments


,,კვლავ შევეჩეხე ატირებული მიმოზების სურნელს.ადრე გაზაფხული დგას და მინდა არ მინდა მეგრძნობინება ეს სიცოცლის დაბადება.

ზამთრის მერე კანონზომიერად გაზაფხული მოდის,ჰოდა გადავწყვიტე უშენოდ დავხვდე ამ გაზაფხულს...

რატო მეუბნები რომ არაფერს აზრი არ აქვს?იმიტომ რომ არ გსურს...იმიტომ რომ სხვა გსურს... ალბათ...

ჰოდა მე გტოვებ შენ, ,,როგორც ღვთაებრივს და მაღალს...'' ჩემთვის ასერიგად მიუწვდომეს...თუმცა თითსაც არ გავანძრებ ამ სიმაღლის მისაღწევად...

წადი,მე შენ გაგიშვი ჩემივე ნებით... უამრავჯერ... მაგრამ მაინც შენთან ვარ...რა გიდა საბოლოოდ ვერ ვხვდები...ან გამიშვი ან ...

მაგრამ არაფერი...იმის აღიარებაც კი არ მინდა,რომ რამეს იმედი მაქვს...არაფრის ჩემო კარგო,არაფრის იმედი არ მაქვს...წადი...გთხოვ...'''
27 Mar 2009


ეს ადრე დამიწერია როცა ალბათ დამეკარგე და აღარ წერდი ხოლმე იმ თემაში...რა რეალურად განვიცდი ისევ თითოეულ სიტყვას,რაც იმ თემაში მიწერია სიხარულო,მაშინაც როგორ მიყვარდი...ახლაც...არა ახლა უფრო მიყვარხარ...


http://forum.ge/?f=20&showtopic=33942371&st=465


Read more...

წარკვეთილი სასო

| | 0 comments

,,ყურებში მატარებლის ბორბლების მონოტონური გრიალი ისმის...
სხეულის ყველა უჯრედი ერთიანად ამუშავდა,თითქოს ვიშლები უჯრედებად......
სისხლი მოვარდნილი მეწყერივით წამლეკავს მგონია...
მოდუნებული ხელები უმწეოდ ჩამომეყარა...
რა ცოტა კმარა თურმე ადამიანი ცოცხალ გვამად რომ იქცეს...
და ცახცახი,სიცივის შეგრძნება მოედო მთლიან არსებაც...
თითქოს სულიც აცახცახდა...
დავიჯერო მოვკვდი?არადა ფანჯარაში შემოსულ მზის შუქს ვხედავ ჯერ...
ყველაფერი დასრულდა...ორმა სიტყვამ მომკლა...
,,მორჩა კინო,წაით ახლა სახლში''
არადა ანშლაგს ველოდი...
ცარიელ დარბაზს აღარავინ შეავსებს ალბათ...
აღარასოდეს... ''
Read more...

ტყუილით მოტყუება

| | 0 comments

რატომ უნდ გწერდე მხოლოდ უბედურების შეგრძნების დროს...
რატომ უნდა გწერდე სულ უიმედო და სევდიანი...
რატომ უნდა გწერდე ცრემლნრევი ტკივილით სავსე სიტყვებს...
მოგწერო ერთხელ მაინც სიხარულის ცრემლებით გაჟღენთილი წერილი,ხომ შეიძლება?!
დღეს ისეთი დღე მაქვს,რომელსაც ვერც კი ვითავისებ...
დღეს ისეთი ბედნიერი ვარ,რომ არ მჯერა საკუთარი ბედნიერების...
მე და შენ ერთმანეთი გვიყვარს...
როგორ მიჭირს ამის დაჯერება,ნეტავი თუ ხვდები?!
ეს ხომ ამდენი ტკივილით,ტანჯვით და ცრემლებით არის მიღწეული...
დასისხლული ფრჩხილებით მოვპოტნე ეს სიყვარული...
მე ღმერთისთვის არასოდეს მითხოვია შენ შეგყვარებოდი,უბრალოდ ყოველთვის იმას ვთხოვდი,რომ სამუდამოდ ასე მყვარებოდი...
რა ბედნიერი ვარ,ღმერთო...
არ მჯერა,თუ გიყვარვარ...
არ მჯერა,თუ ის ახდა,რის გაფიქრებასაც ვერ ვბედავდი ვერასოდეს გულშიც კი...
მგონია ვერ გავუძლებ ამას გული გამიქრება მკერდიდან უკვალოდ...
ტირილი მინდა და ვერ ვტირი...არა,კი ვტირი,მაგრამ ყელში მაინც რაღაც მიჭერს და მახრჩობს...
შენ გიყვარვარ...
განა ამაზე დიდი ბედნიერება შეიძლებოდა ღმერთს ჩემთვის ებოძებინა?
ამას ფურცელზე ვწერ და ცრემლები მელანს შლის თან... ოდესმე ამ ფურცელს განახებ ალბათ...
არ მეგონა ვინმე ასე თუ შემიყვარდებოდა...
თუ ვიტირებდი ბედნიერებისგან...რა მჭირს?! სულ ვერ ვცნობ ჩემს თავს...
ან ამდენი ნებისყოფა საიდან აღმომაჩნდა მიკვირს...
არ ველოდი საკუთარი თავისგან,თუ ასეთი სიყვარული შემეძლო...
...საუკუნე რომ გავიდეს,მაინც მეყვარები,ჩემთან იქნები თუ არა -- ამის მიუხედავად...



2009 24 ივლისი.ღამის 6 საათი.მალაგა...




და სამწუხაროა,რომ ეს სულ ტყუილი აღმოჩნდა.ეს უნდა მახსოვდეს ყოველთვის,მთელი ცხოვრება ...
Read more...