Thursday, May 21, 2009
მზე და სიცოცხლე
Posted by ჯენის | at Thursday, May 21, 2009 | 0 commentsSaturday, May 16, 2009
მდაა...
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 commentsმე და აჩრდილი
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 comments,,მიუხედავად ყველაფრისა,მაინც ღირს სიცოცხლე.
კი,ამაში დღითიდღე ვრწმუნდები.
მე დიდი ხანია დამეკარგა ის ფრინველი,რომელიც ერთხელ მეზმანა.მაგარამ ამ ჩიტის გალია დამრჩა საკუთრად.
გუშინ მეუბნებოდი შენ,თუ რა უმადური ფრინველია მერცხალი,სანამ თბილადაა შენთანაა,შეცივდება და მიდისო.ჩემს პასუხზე --- მასე სულ ცივა-მეთქი,შენ მომიგე---დათბება,სულ ასე ხომ არ იქნებაო.მაგრამ არ დათბება...საკმაოდ თბილოდა,როცა გაფრინდა...მეტიც,ცხელოდა.
საით მიფრინავენ,ან რად მიფრინავენ?რატომ არ რჩებიან სამუდამოდ ჩვენში,თუ მოფრენა გადაწყვიტეს?!ამას ვერ გაეცემა პასუხი და იმიტომაცაა ალბათ ასე იდუმალი ყოველივე მასთან არსებული.
შენ ვერ გაიგებ მე ამ სიტყვებით რის თქმას ვცდილობ.ბრმა ხარ და ყრუ.მაგრამ არ მწყდება გული არაფერზე.არ ვარ გულნაკლული,თუ რატომ არაა ისე,როგორც მე მინდოდა...რას გწერ საერთოდ?!მაგრამ ვიცი,რომ წაიკითხავ.თუმცა ვერაფერს მიხვდები...მე შევძელი ის,რასაც ალბათ ერთეულები თუ შეძლებენ...და არ გეტყვი თუ რა არის ეს...მაინც ვრ გაიგებ და იმიტომ...უბრალოდ...მე გწერ...ერთხელ გითხარი,შენს თავს ვერავინ ვეღარ წამართმევს მეთქი,არ ვიცი გახსოვს თუ არა.მაგარამ ასეა ახლაც.ისევ ისეთი ვარ,როგორიც ვიყავი,ისევ ისე ვარ და ასე ვიქნები მუდამ,მაგრამ უშენოდ და ამაზე არ ვდარდობ...წადი იმ შენს ტიბეტში და სულ ნუ დაბრუნდები უკან...იქ არის შენი ადგილი... იქ ჰპოვებ შვებას ვიცი,მინდა რომ წახვიდე და დამშვიდებული იყო.მტკივა,მასე რომ ხარ... გაუცხოებული ამ ქვყანასთან,ადამიანებთან...მარტო რომ ხარ განვიცდი...მინდა რომ იქ იყო,სადაც მშვიდად იქნები.უგრძნობი ხარ და ცივი.და სწორედ მასეთი მომწონხარ.მიუხედავად იმისა,რომ ყოველგვარი ინტერესი დავკარგე შენს მიმართ.ცხოვრება შეიძლება ილუზიების გარეშეც.თუნდაც წარმოსახვის დონეზე არსებული სილუეტის კვალდაკვალ.ვიცი,ფეხარეული მომყვები,მაგრამ მაინც გამომყვები...არა შენ არა,ნუ გეშინია,შენზე არ ვამბობ...შენი აჩრდილი მყავს მხედველობაში...
შენი გამოყოლა არც მინდა...რად მინდა?შენ სულ სხვა ხარ,ის კი სულ სხვაა,მე რომელიც შემიყვარდა...ჰოდა,გზამშვიდობისა.მე და აჩრდილი ერთად გავუდგებით გზას მოუსავლეთში...''
აი,რა არის ცუდი!
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 1 commentsიცი რა არის ყველაზე ცუდი?
თუმცა შეიძლება არცაა ცუდი,არ ვიცი...როდესაც იცი,რომ ვერ გაგიგებენ და ამის გამო არ გაქვს ხმის ამოღების სურვილი...მე მაქვს ეგ მომენტი ხშირად ცხოვრებაში.ხშირად კი არა,მუდმივად.რატომღაც მოხდა ისე,რომ აღმოვჩნდი მარტო.არც რეალში,არც ვირტუალში არ მყავს ისეთი ვინმე,ვისთანაც შემიძლია მდუმარეთაც თამამად ვიყო.
საერთოდ,დუმილითაც შეიძლება გაუგო ადამიანს...
მაგრამ მგონია,რომ არასწორ დროს მოვხვდი არასწორ ადგილას.თუმცა იმდენს ვერ გავბედავ,რომ ამის გამო შევჩივლო მას,ვისაც ეს შეეძლო სხვანაირად მოეხდინა.რა ვიცი,მგონი ცოტა ვერ ვარ და ამის ბრალია... შარა გზაზე დაგდებულ ხავსმოკიდებულ ლოდს ვგავარ,რომელზეც საუკუნეა არავინ ჩამომჯდარა დასასვენებლად...
გაქცევა
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 commentsდავუყვები ნაცბნობ ბილიკს,სწორედ ისე როგორც ახლა ჩემს სახეს ცრემლში არეული წვიმის ღვარები დაუყვებიან და სველ,შეციებულ ბაღს გადავკვეთავ...თეთრი მაგნოლიების სურნელს ისე შევისუნთქავ, როგორც უკანასკნელ ჟანგბადის წვეთს და თავქვე დავეშვები აღრიალებული მდინარის სანაპიროზე... იქ ერთი სკამია...იმ სკამზე ფიცარნაგი აფენია.სველია ფიცარნაგი,მაგრამ მე მაინც ვჯდები და შიშველ,ტალახში ამოთხვრილ ფეხებს ამოვიკეცავ მკლავებქვეშ...მხრებს მინამავს ცივი წვეთები და მიწითლებს ფერდაკარგულ კანს... არარსებულ ბუსუსებს მიშლის სიცივიგან გაფითრებულ კანზე.აცახცახებული ხელით სიგარეტს ვიღებ ჯიბიდან და ვუკიდებ...მათბობს ფილტვებში ჩაღვრილი ბლანტი ბოლი და ერთიან თეთრ ღრუბლად ამოვისუნთქავ...წვიმა მისველებს თითებში მოქცეულ წვრილ ღერს და და მიქრობს...
მოვისროლე ამღვრეულ მდინარეში...კაბას ვიხდი...იქვე ვდებ სკამზე...საცვალსაც კაბის გვერდით ვაწყობ აკურატულად...საათს,საყურეებს და ყელსაბამსაც იქვე ვდებ საოცარი წესრიგით...მე ასეთი დავიბადე და ასეთი წავალ... დედიშობილა... შიშველი --- სულითაც და სხეულითაც... ''
Don't kill me...
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 1 comments,,დავიღალე...ვიცი გტკენ,გაწყენინებ ხოლმე...ვიცი ცუდად გექცევი და ისიც ვიცი,რომ თავს გაბეზრებ...მაგრამ მაპატიე ხოლმე...ხომ ხვდები,რომ ეს ზედმეტები მხოლოდ და მხოლოდ გადამეტებული გრძნობის და ტკივილის ბრალია... შენ წახვალ ჩემგან ვით მკვარი სხეულიან--- მე კვლავ და კვლავ ამას გიმეორებ ფიქრში,იმიტომ რომ ვიცი ასე არის ახლაც და ასე იქნება ხვალაც,ზეგაც... მე დარჩენილი დარდი ვარ,რომელიც ჩამორჩა დროის სვლას.მე ხავსმოდებული ქვა ვარ,რომელზეაც აღარავინ ჯდება ხოლმე დასასვენებლა,მე მიტოვებული სახლი ვარ,რომელსაც ქარი ყოველ წამობერვაზე უმოწყალოდ აცლის ბათქაშს და წამი-წამობით უსწრაფებს სიცოცხლეს...მე პეპლებისგან მიტოვებული ყვავილი ვარ,სიყვარულის გაუმჟღვნებლად რომ გაეცალნენ მათზე შეყვარებულ გვირილას... ტყის ლიანა ვარ,ჯუნგლში გაზრდილი,რომელიც ეხვევა,იპყრობს და საბოლოოდ მაინც უხეიროდ კვდება...
და შენ?შენ ვინ ხარ?შენ მაღალი ხარ,შორი,მიუწვდომელი...აი ის სვეტები ხარ,ირლანდიის იდუმალი სვეტები,მისტიკით სავსე,რომელიც მე ასე მიზიდავს...შენ ცისარტყელა ხარ,მრავალფერი,მაცდური...მზე ხარ...რომელიც მათბობს სიცივისგან დამზრალს...შენ ის ყავის ფინჯანი ხარ,რომლიდანაც მე ყავას ვსვამ ყოველ დილით და ურომლისობაც მე არ ძალმიძს არც ერთი დღე.შენ ის ჰაერი ხარ,რომელსაც გსუნთქავ...შენ ის წყალი,ხარ რომელსაც მე ვსვამ...შენ ის ბალიში ხარ რომელიც ყოველ ღამე მეხუტება და გულში მიკრავს...შენ,შენ... ყველგან და ყველაფერში ხარ... შენ ხარ მცოცხლებლი ჩემი... იმედი --ამ უიმედობის ჟამს... მე შენ მჭირდები... უშენოდ მოვკვდები... ჰოდა,მაცოცხლე ცოტა ხანს,ნუ მომკლავ ჯერ... '''
ბლა...ბლა...ბლა...
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 commentsჩანავლულ ცეცხლათან ჩამძინებოდა,
სანთელი თვლემდა შანდალზე მკრთალად,
სურდა სიბნელეს გამკლავებოდა.
სამარისებურ სიმარტოვეში
მშფოთავი რული თვალს მომდგომოდა,
გამხვია თავის ბადეში,ნისლში,
სხვა სამყაროში გადამიყვანა....
წყლის პირას ვიდექ,მღვრიე წყლის პირას,
თავს მთვარე მადგა და მიღიმოდა,
მოსარკულ წყალზე,მთვარის მკრთალ შუქში
ქალღმერთი იდგა და მიღიმოდა...
მე მივხვდი --- ქვეყნად არის სატანა
და მე მსურს იგი ფეხქვეშ გავთელო,
თუნდაც სულ,მთელი დღე და მოსწრება
ბნელეთში დავრჩე,ვერ გავათენო.
მე ღმერთი მიცავს,ღმერთის შვილი ვარ
და ვიცი,იგი მსხვერპლად შემწირავს,
მე თანახმა ვარ ვიყო უძლური,
ოღონდ ღმერთს შევხვდე წმინდა ადგილას...
:(
--------------------------------------------
ძველი ფანჯარა
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 commentsდა ფარდა ქარმა გადაისროლა.
,,ქარიშხლიანი,უმიზნო ვნების''
დრო გადიოდა მარადისობად.
ჰე,უკვდავების თეთრო მერანო,
ჩამომიქროლე ელვარე ეტლით,
როს სიცოცხლისგან თავი წარვიღო
და დავიმკვიდრო უკუნი ბედი.
თვალებს სიყვითლე შმაგი მოაწვა,
სიყვითლე --- მკრთალი მელანქოლია,
ზამთრის ხმელ ბაღებს თოვლით მოჭიქულთ,
სიცოცხლე სევდად გადახდომიათ.
ჩიბუხის კვამლი ნაცრისფერ ნისლად
შემომხვევია --- ვით საბურველი...
ფარდა გიჟმაჟი ქარმა წაიღო,
სარკმელი ღრიჭოდ მიტოვებული ---კვნესის,
ჭრიალებს იარა-ხსნილი......
როგორ მაგონებს ძველი ფანჯარაჩემს სხეულს მიხრწნილს.
2004.22.06.
სადგური ,,ბარსელონა''
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 commentsგამოღვიძება
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 comments,,ხმაურით წამოვიდა ღთაებრივი სითხე და შენი მკლავებივით შემომეხვია.ცხელია წყალი და გათოშილს,კანს მწვავს.მინდა ჩამომრეცხოს რაღაც მძიმე,რაც ასე მიმძიმებს სულს,გულს,მაგრამ არ ვიცი რა არის ეს რაღაც.ასეთი უსუსური არასოდეს არის ადამიანი როცა დუშის ქვეშ დგას.შიშველი,გაწუწული...სხეულზე ჩამომდის წყლის ნაკადულები და არარსებულ ბუსუსებს მიჯაგრავს...პირში მწკლარტე,მარილიან გემოს ვგრძნობ,მაგრამ ვაიგნორებ.სახეს ვუშვერ წყლის ჭავლს და ვშეშდები,როგორც ლოდის ნატეხი.მოულოდნელად დავიხედე მერდზე,არ ვიცი რატომ და შიშისგან შევკრთი---მთელი გულ-მკერდი,მუცელი წითლად მქონდა შეღებილი და კოჭებამდე წითელ სითხეში ვიდექი...მაჯებზე დავიხედე---გონზე ხომ ვარ?მაჯები საღია.მთელი სხეული შევიმოწმე,მაგრამ ყველაფერი რიგზეა.აბაზანის ფარდას ვწვდი და მთელი ძალით გადავწიე...მოპირდაპირე კედელზე უზარმაზარ სარკეში საკუთარი გასისხლული სილუეტი დავინახე და შიშისგან ამოვიხავლე,..სისხლისგან ვიცლებოდი...რამდენიმე ხანში თეთრ ოთახში გამეღვიძა,თეთრად შემოსილი თეთრი მანდილოსნებით გარშემორტყმულს....ჭერი იყო საოცრად ნათელი და შუაგულში მზესავით ანათებდა ბრტყელი აირმაშუქი... მე კვლავ ცოცხლი ვიყავი..'''
2009.31.03. ღამის 12 საათი.ესპანეთი.
დრო____მკვლელი
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 comments,,უბრალოდ დროს ვკლავთ...დროს ჩვენს მკვლელს...დროს ვუხდით სამაგიერსოს...ვაზღვევინებთ ყველა იმ განცდილი თუ განუცდელი ტკივილის საფასურს.დროს სად აქვს გული...
დრო უგულოა,უგრძნობი,ცივსისხლიანი...განურჩევლად ყველას კლავს,ასამარებს,კოცონზე წვავს და ფერფლს ჰაერში ფანტავს...წყალში ახრჩობს... დრო ყველას სიკვდილით გვსჯის... დრო ატეხილი,დრო არასანდო და დრო მაინც სასურველი.
ქალივითაა დრო,თავისი ავხორცობით რომ გიზიდავს.თავისი მწველი მზერით და ქორფა ძუძუებით რომ გაბრმავებს...დრო ბოზი ქალივითაა,რომელიც თავისი სურვილისამებრ მოგიხმარს და საზღაურსაც გადაგახდევინებს.
კახპაა დრო,რომელიც თავს შეგაყვარებს და მერე რომელიმე ლოთ სოვდაგარზე ერთი ქურქის ფასად გაგცვლის....დრო ისეთი დაუმორჩილებელი მეძავია,რომლის აღვირსაც ვერავინ მიაგნო,რომ მართოს...მაინც ვემონებით და დორბლმორეული რევერანსებით ვანებივრებთ დროს...
ნეტავი რატომ?
ხომ შეგვიძლია უბრალოდ მოვკლათ დრო?უბრალოთ ვისაუბროთ თუნდაც პოეზიაზე ან ნიკალასავით დავსხდეთ ბუხრის წინ,მივირთვათ სამოვარში ადუღებული ჩაი და ვისაუბროთ ხელოვნებაზე.ან ვჯღაბნოთ,ვისაც რა შეგვიძლია...ან ვითამაშოთ ფეხბურთი...ან სულაც სხვის ნერვებზე ვითამაშოთ...დავფქვათ ყავა ვენეციურ ყავის საფქვავში დაა გაურკევევლი წარმოშობის იეროგლიფებით დაფარული სპილენძის ,,ტოლჩა-- შემოვდგათ გაზქურაზე --- მივირთვათ თურქული ყავა.
უბრალოდ დრო მოვკლათ...
უბრალოდ გავერთოდ...
უბრალოდ მოვკლათ დრო,სანამ ის მოგვკლავს... ''
2009.31.03 15:22
,,სიკვდილის გზა არა არის,ვარდისფერ გზის გარდა''
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 commentsროცა უკვე ,,გზას'' დაადგები და ,,გეზის აღებამდე'' გაცნობიერებული გაქვს ---,,სიკვდილის გზა არა არის,ვარდისფერ გზის გარდა'',დამიჯერე ყველაზე ახლობელ ,,მე''-ს კვლავაც დაიტირებ,ოღონდაც ეს ცრემლი განცდილი შვების ემოცია იქნება...
ამიტომ ნუ შეგვეშინდება ამ ვარდისფერი გზის...
ლექსი
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 comments,,საოცარია იმის შეგრძნება როცა ყვავილებს დასტოვებს ქარი...
საოცარია ის სიმარტოვე,როდესაც სახლში არავისნ არი...
მე ალბათ ისევ ქუჩას დავივლი,შემოღამდება კვლავ შენს ლოდინში,
,,ქუცაში ავი დაჰქროდა ქარი'' და ეს სიტყვები მახრჩობდა ლამის...
წვიმიან ასფალტს ფეხისგულებით ვეკრობი,როგორც სანუკვარ მკლავებს... მე განვისვენებ ედემის ბაღში,მაგრამ ამ ედემს ვერ ვითავისებ.
შიშველი კანით და თხელი კაბით,მე კვლავ დავტოვებ ამ ტყის ნაპირებს...
მე მინდა ერთელ,მხოლოდ ამ ერთხელ,თუნდაც ბოლოჯერ შეგიგრძნო ღამით...
ფანჯრებზე ელავს ელექტრონები და ჩემს ბნელ სულში ისევე ჯინჯლავს...
ზამთრის სუსხივით მომინდი ახლა და გელოდები,გიჯმაჯს და რიჯრაჯს.
,,მე არ ვწერ ლექსებს ლექი თვითონ მწერს'',მწერს და მკითხულობს ავად და კარგად,
ჩამოხეული შპალ'ერები ისევ სისხლიან ნაკვალევს ქარგავს...
უამრავ სახეს მინაზე აკრულს,გაოცებული პირსახეებითვხედავ...
ჩემი გიჟური გადასახედით მათ ფარულ ცინიზმს ვერ ვგრძნობ,ვერ ვხედვ...
დაე,იცინონ,დამცინონ თუნდაც,მზად ვარ მათ თვალში ვიყო კლოუნი,
ოღონდაც მომცა ნიჭი გაქრობის და თოკზე გავლის მქნა ვირტუოზი.
შენ ხარ იქ---დაბლა,
მხედავ მე---ცაში,
და გიტოკდება სახეზე ნაკვთი,
აჰ,შეგეშინდა ჩემი დაკარგვის?
თუ მხოლოდ დარდი მოგაწვა ცოდვის?!
,,მე არ ვწერ ლექსებს,ლექსი თვითონ მწერს''
მწერს და მკითხულობს ავბედით კარგად,
მე ამ ლექსებში ვიპოვე --- ვინ ვარ
და ამ ლექსებით სიცოცხლეს ვკარგავ... ''
რა რიცხვია დღეს? ხო 29.03.2009
საბედისწერო ლტოლვა
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 comments,, ... კარები გამოვიჯახუნე და კიბეებზე თავქუდმოგლეჯილი დავეშვი...სადარბაზოში ჩემი მეზობელი ქალი შემხვდა და ალბათ სახეზე ამოიკითხა რა გუნებაზე გახლდით---გვერდზე გადგა---რომ არ გადამევლო.ქუჩაში გასულს წვიმის წვეთებმა ვერ მომანიჭეს სიამოვნება,როგორც სხვა დროს შვებოდნენ ამას.ფეხები დამისველდა...საშინაო,თითში გასაყრელი ჩუსტები მეცვა...მოკირწყლულ ქუჩის პირს გავუყევი აჩქარებული ნაბიჯით თითქოს სადმე მეჩქარებოდა.სიცივე იყო,მაგრამ მე ვერ ვგრძნობდი.სარაფანი სულ გამელუმპა,ტანზე მომეკრო თხელი ქაშმირი...მადლობა ღმერთს ქუჩა ცარიელია და ვერავინ დაინახავს სიშიშვლემდე მისულ სისველეს ჩემსას...გაზონზე ჩარიგებულ ხეებს გავცდი ---ცა თავზე ქუდივით გადამეშვლიპა...ნაცნობ ბაღსაც გავცდი,რამდენჯერ მიკოცნავია აქ აკრძალულ,მაგრამ სასურველ დროს.იმ დროს თავდავიწყებამდე ვიყავი,მაგრამ არა შეყვარებილი,არამედ ვნებააშლილი და შეხედულებების დამსხვრევაზე მოწადინებული.მაშინ სხვანაირად ვმტლაშა-ვმტლუშობდი,მოზარდულად.რევოლუციურ სწრაფვას ვგრძნობდი ჩემში არსებულ გულუბრყვილო თახვთან ბრძოლაში.მაგრამ ამან შედეგი მაინც ვერ გამოიღო...გავატარე ეს მცდელობები და ახლა თითქმის ფეხშიშველი,გაწუწული,გათოშილი მივუყვები იმავე ბაღის კიდეს და ჩემსავე უსუსურობაზე მეღიმება...გზაზე გაძვალტყავებულმა ძაღლმა გადამირბინა... გული შემეკუმშა...საოცრად მომინდა ახლა განჯინაში არსებული ორი კვირის წინათ ნაყიდი გამომხმარი პურის ყუა მქონოდა.ძაღლს შევძახე,შედგა და ტანჯვით სავსე მზერა მომაპყრო.აჯაგრულ ბეწვზე წყალი წურწურით ჩამოსდიოდა.ერთ ხანს მიყურა და რომ არაფერი გავიმეტე,ისევ ძუნძულით განაგრძო გზა ხიდისკენ...გავყევი...ხიდი ტილოზე დახატული ქალის ჩამორეცხილი ესკიზივით იცქირებოდა.შემეშინდა თვალებზე ფეხი არ ამცდენოდა და გვერდი ავუარე.ხიდის სახელურს დავეყრდენი და შავი მდინარის აგორებულ ზვირთებს ჩავაცქერდი...რა სიღრმით და სევდით სავსე მზერა ქონდა... იყო მასში რაღაც გარყვნილი და მიმზიდველი...წამით აზრმა გამიელვა ამ წუთში ასე რეალურმა და წარმოვიდგინე სექსი მასთან...მხოლოდ ამის წარმოდგენამ მომგვარა ის წამიერი ნეტარება,რაზედაც იყიდებიან მეძავები...საოცრად მოინდა შევხებოდი წყლის ძლიერ მკლავს...კენჭი ავიღე და ვერსოლე...გავეკეკლუცე...დატრიალდა,აბუყბუყდა,ნაოჭებივით დაეტყო ხაზები შუბლზე...წარბი შეიკრა და გამჭოლად შემომხედა...მაგრამ მე გავუძელი მის მზერას და გამოვიწვიე...გამშრალ ტუჩებზე ენა მოვისვი,ოდნავი სინესტე რომ მაინც შემეგრძნო,სხეულს ხომ მუმიასავით ვგრძნობდი...მცხელოდა არადა თავსხმა წვიმაში ვიდექი,ხიდზე...მიწვევდა მდინარე,ვნებიანი თვალებით სველ სამოსს მხდიდა და თავის ძლიერ მკლავებში მეპატიჟებოდა...ვგრძნობდი მის ლტოლვას ჩემდამი და მეც იგივეს განვიცდიდი...თავდავიწყებამდე მოგდომებიათ ვინმე?არა?მე კი... მდინარე...,,უკაცრავად გოგონი,თავს კარგად გრძნობთ?''გაშეშებული თვალებით მოვუტრიალდი...სისხლმა თავში ამასხა.ინტიმი დამიშალეს ძველი ნაქსოვი წინდასავით...,,დიახ,ამაზე კარგად თავი არასდროს მიგრძვნია!'' ---გამოვცერი კბილებში და ტანზე მოკრული სველი მაისური შემოვიცალე,რომელსაც მომხვდური მტაცებლური თვალებით უყურებდა....უკანა გზაზე --- სახლისკენ,შავმა კატამ გადამირბინა.ვიცოდი რომ ეს რამე სასიამოვნოს მოასწავებდა...''
ვისი რომ ყოველთის მისმენს ის,ზემოთ...
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 commentsრატომ არის ის ასეთი და რატომ ვარ მე ასეთი?
რატომ არის ისე,რომ მაინცდამაინც სხვადასხვა ტკივილი უნდა გვაერთიანებდეს?
რატომ არ უნდა მას ეს ერთი გახდეს?
რატომ დაანგრია ყველაფერი სხვისი ისტყვებით?
რატომ არ ამბობს არასოდეს თავის სათქმელს თავისი ენით?
ვინ მიპასუხებს ამ კითხვებზე?
ის ვინც ცაშია?
მე შევყურებ ცას...
----------------------------------------------------------
მთვარის სერენადა
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 commentsდა გიბზინავდა გიშერი თმაში,
შენი თვალები სულში ჩამწვდომი,
ბევრჯერ მატარებს უაზროდ ქარში...
ღამით,ბაღებში ქარი დაჰქროდა...
ეს შენს თვალებშიც ცელქობდა სიო,
და მე უეცრად ამოვიკითხე:
,,აჰა,შენი ვარ,მსურს დაგნებდეო''.
ღამით ბაღებში ქარი დაჰქროდა
და უწეწავდა ზამბახებს ფოთლებს,
ვიდექ მთვარის წინ და ვთხოვდი მნათობს
შეჰგუებოდა ჩვენს გაცვლილ როლებს...
მე მთვარე ვიყავ---ვერცხლის დაირა,
ჩემს სხივებს გფენდი სარეცლად ფეხთით,
და ვიჭრებოდი თმის ბულულს მიღმა,
გიშერში ვერცხლად სხივებს გიფენდი.
ღამეა,ჩუმად სძინავს ედემ-ბაღს
და სადღაც ტევრში კვნესის მგოსანი,
ვარდის ბუჩქების მთრთოლვარე კრთომას,
ერთვის ბგერათა შვიდი ფრთოსანი.
2005 წელი.
გახსოვდე,მხოლოდ ამას გთხოვ...
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 commentsსაიდან ეს სიცარიელის შეგრძნება,როცა მე ასე სავსე ვარ შენით?!წუხელის სიზმარი ვნახე...გაგიკვირდება...გვირილები დამესიზმრა...რა მჭირს არ ვიცი...მენატრები...ქრონიკულად...როცა გელაპარაკები,ვერ ვგრძნობ რა ბედნიერი ვარ...წახვალ და ღამის ყვავილი რომ ჩაესვენება მზის ამოსვლის მერე,მეც ასევე წამერთმევა ხოლმე ძალა კიდურებში...მაგარამ მე ხომ გითხარი ამაზე... შენგან არაფერი მინდა... მხოლოდ გახსოვდე,როცა მე წავალ...დილა მშვიდობია... ''
24.03.2009.
პ.ს.
ეს გვირილები იყო პირველი რაც მაჩუქე,ჩემო საყვარელო...მიყვარს ეს ფოტო და ვინახავ მას შემდეგ .2კისს.
დაბრუნდი...
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 commentsმე აქ ვარ... '''
23.03.2009.
წამოდი ტყეში გთხოვ!
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 comments,,ღამეული ზმანებასავით ხარ ჩემში,ღამით უფრო მეტად მახსოვხარ და მაკლიხარ......უკიდეგანო გვირილებიან მინდორზე გავიქეცი და დამედევნე...თავზე თეთრი გვირილების გვირგვინი მადევს,რომელიც შენი ხელებით დაწანი და დამახურე...ბალახი მუხლამდეა თითქმის და ჩემს თეთრ კაბას მწვანე ფერი დაჰკრავს ბოლოებზე...ფეხები დამესერა...ფეხშიშველი ვარ...შენც...ფეხთ გავიხადეთ,რომ უფრო გვეგრძნო გაზაფხულისეული მიწის სიგრილე...მინდვრის ბოლოს ასწლოვანი მუხის სამი ხე დგას...იქეთ მინდა გაგიტყუო...მინდა მუხის ძირში მივეყრნო შენს მხარს...ჩვენ ხომ ერთმანეთი აქ ვიპოვეთ...თუმცა მე გიპოვე... გვირილების ტყეში...ნიავი მიწეწავს გაშლილ თმას და შენს დაწნულ გვირგვინს თმებიდან მაცლის... იხრები,იღებ და ისევ თავზე მადებ...თვალები გვიხვდება ერთმანეთს...სახეზე შენ თბილ სუნთქვას ვგრძნობ და მსიამოვნებს...წამოდი ტყეში...მე ხომ ასე მიყვარს ბუნება...ვიცი,ალბათ შენც გეყვარება...წამოდი ტყეში და სადმე მითხრი ის,რისი მოსმენაც შენგან ასე მეოცნებება...მუხები და გვირილები დაგვესწრებიან და გაგვამხნევებენ...ჩემი ნუ გეშინია...''
23.o3.2009.
რევანში
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 commentsმიმჯდარა,სადრაც ბნელ კუთხეში გარინდებული...
შავსამოსგაცლილ,გაშიშვლებულ ბედისწერასთან
ზარს თამასობდა,ღვთის იმედზე თავმიდებული.
,,როგორი გინდა,წესი დასთქვი და მომეც ფიცი,
მთელი სამყარო გელოდება,ბედკრულო სულო,
სწორედ წამზეა დანდობილი შენი სვე-ბედი,
ამაღამ განვსჯი გაფრინდე თუ ბნელს ჩაესვენო''.
და სიბნელიდან ქარბორბალა დაატყდა არეს,
ვით ქვესკნელიდან აიწია ნისლის ღრუბლები,
წამით და თითქოს გაანათა ჭექამ ბნელეთი
და ეშმამ თითქოს გააელვა წამით ბრჭყალები.
ცალ მუხლზე სიმწრით ჩაჩოქილმა გრძნობამ ცახცახით,
გამხდარი ხელი წამოსწია მუშტად შეკრული,
აჰხედა ზეცას---ალაგ-ალაგ შავად შესუდრულს...
მზერას სინათლე შეეგება ღვთითბოძებული.
ბნელის თვალებში რისხვა გაკრთა ვერცხლის სატევრად,
გრძნობის მკერდს ჩასცა სასიკვდილო ლახვარი მსვრელი,
დაბლით დაეშვა განგმირული,ამაყი გრძნობა,
თვალები ზეცას შეჰყინვოდა---აღვსილი შვებით...
ღმერთმა შესწირა მსხვერპლად გრძნობა კაცთა ვაებას
და დაუმკვიდრა სიყვარული სამარადისო...
დამშვრალი ეშმა ამოდ გლეჯდა სიძვის ულვაშებს,
წრფელი გრძნობა კი ღირსად ადგას გოლგოთის მთაზე...
2002.18.02.
დაბადების დღეს გილოცავ საყვარელო...
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 comments22 მარტი,2009 წელი.
:)
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 commentsგაპატიე...
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 commentsგაპატიე და მშვიდობით ... ''
21.03.2009.
შენ აქ ხარ...ჩემთან...
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 1 comments,,შევძელი ცოტა ხნით შენი დავიწყება,მაგრამ ამით რა?! არაფერი იცვლება...მინდა კი რომ რამე შევცვალო?არ მინდა...ყველა შენი პოსტი წავიკითხე...ჩემიც...გამეცინა.რა სასაცილო იყო ის ჩემი მაშინდელი აზროვნება...სულ ცოტა ხნის წინანდელი...შენ ხომ იცი რა დროსაც ვგულისხობ---ერთ კვირას---უკან,დროში...
მენატრები...სულის ტკივილამდე...
გძინავს ალბათ...რა საყვარელი ხარ...
შენთან მინდა... ერთი კოცნა,მხოლოდ ერთი ცალი...''
და ირაკლი ჩარკვიანის ეს სიმღერა ჩემგან.მე ხომ ასე სევდიანად შემიყვარდი...
,,შენ აქ ხარ,ჩემთან''
,,მე ხომ შენს სიყვარულს ვგრძნობ,ყველაზე ღვთაებრივს და მართალს...''
მოკვდა მხატვარი
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 comments,,ჩამოხეული შპალერი...ნაიარევ კედლებზე სისხლიანი ხელისგულის ნაკვალევი...იატაკზე სისხლის გუბე...მაგიდაზე სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლე...სავარძელზე მიგდებული სისხლიანი ხალათი...ძველ როიალზე შემოდებილი ჩამწვარი სანთლის ნარჩენიანი შანდალი...ჩამოშვებული ჭაობისფერი ფარდები...სიკვდილის სუნი...გამოქვაბულისეული სიცივე გაჯერებულა მთელს ოთახსი...ნეტავ აქ ოდესმე ვინმე ცხოვრობდა?!დაჟანგულ მოლბერტზე ტილოგადაჭიმული ჩარჩო დევს,რომელზეც მხატვრის ხელს სახე მოუხატავს...არა ესკიზია სევდის... უნაკვთო,უჩრდილო,უემოციო ესკიზი...მაგრამ თვალები მეტყველებენ შემზარავად რეალურად...სად არის თვით მხატვარი?ან ვისი სახეა ტილოზე ჯერ კიდევ დაუმთავრებელი?!გაჩერებული საათის ციფერბლატი ოთხის ნახევარს აჩვენებს...ნუთუ ეს არის ის დრო,როცა მხატვარმა ფუნჯი სამუდამოდ დადო პალიტრის გვერდით?სად არის მხატვარი...ან რატომ დატოვა ტილო ესკიზის დონეზე?მხოლოდ თვალები უჩვენა მნახველს...სად არის მხატვარი?რატომ არ სურს დაასრულოს ნახატი?სად არის მხატვარი?ნუთუ ისე წავიდა,რომ საფიქრალი დაუტოვა ესკიზს...ობობას ქსელი ემოციასავით გადაჰკვრია სევდიან თვალებს...ნახატი ელის დასრულებას...თუ არც ელის?როგორ მაგონებს ეს ნახატი საკუთარ სახეს... ''
მითხარი...რატომ არა?!
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 commentsმიჭირს... გაურკვევლობა მტანჯავს...
დილა მშვიდობისა...
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 comments,,გუშინ ,,სამოთხეში'' ვიყავ დღეს საით მივყავარ ქარს...გუშინ შენთან ერთად მივუყვებოდი ვარდისფერი ნისლით დაფარულ ზღვას...
გული მტკივა,როცა ვხვდები,რომ გახუნებული ფურცლები ვერასოდეს იგრძნობენ შენს თითებს ...ქარს შევთხოვ ეს ნაფიქრი შენამდე მოიტანოს,როგორც სურვილჩათქმული ბაბუაწვერას აფარაფტებული ბამბის ღეროები...
მოუსმენ?
სად იკარგები და სად მტოვებ... სად მიგაქვს ხოლმე ეს სისხლმდინარე გული...ვიცი აღარ გესმის ჩემი ხმა,ხმას ვეღარ გაწვდენ...ვიცი გამშორდი...მაგრამ მაინც არ თვლი,რომ ტყუილად გესაუბრები ფიქრით...მე ხომ გესაუბრები...
დილა მშვიდობისა... ''
ლექსი
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 commentsარ ვთვლი მიღწევად!
მე მირჩევნია უფსკრულზე ვიდგე
და შიშით ვკრთოდე,
თუ ერთი კენჭი ჩავარდება
თან ჩამიყოლებს...
ეს ერთი კენჭი განგისაზღვრავს მყოფად სიცოცხლეს.
გამიგონია,ტკბილიაო სიმწრის ამბორი,
ცრემლით და სისხლით ნაპოვარი სულ სხვა მადლია;
ხოხვით და თხოვნით მირებულ ვარდს,
მირჩევვნის თავად კლდეზეც და ღრეშიც
დასისხლული ხელით მოვპოტნი...
არ მინდა,არა მოწყალება,
არც სიბრალული,
გთხოვთ ხელს ნუ ახლებთ სულის სიმებს
გულში მიმალულთ,
საბედნიეროდ მეც მიბოძა ღმერთმა სიმები,
საუბედუროდ ჟამსა მსვრელსა შთაინთქა ფარულ...
2004.08.
დამიცადე...
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 comments,,დამიცადე,ასე სწრაფად ნუ მიდიხარ,ფეხს ვერ გიწყობ...შეიცადე მაგ ალვის ძირას და ამასობაში მეც წამოგეწიო იქნებ...
დათბა ზამთრის სუსხის მერე...გაზაფხულის სუსტი მზის სხივივით ვიგრძენი შენგან იმპულსები...სითბოს ჩაღვრა პირველად გავიგე ძარღვში რ აყოფილა...ნაზად და მალულად ვეტანები მზის სხივს...ვერ ვბედავ...
რომ წამოგეწევი ხელი შემაშველე აღმართში,ზამთრის ყინვისგან დამზრალი მაქვს ფეხები და მყარად ვერ ვდგავარ...
შენი ხელი...ყველაზე სანდო,რაც კი ოდესმე ვინმეს ხელს შევხებივარ...
საუკუნო სიცივის შემდეგ რა უცებ და საოცრად გავთბი ...
ნუ მოიღუშები ისევ საავდრო ღრუბელივით,მეშინია წვიმის...არ მინდა ავდარი...და თუ მაინც დასცხებს კოკისპირული,ალვას შევეფაროთ,მე შენს მხარს შევაფარებ თავს ყველაზე თბილს და მყუდრო სახლს დედამიწის ზურგზე...'''
თენდება დღე
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 comments,,ასეთი ვარ...ბნელი...როგორც თამბაქოს კვამლით გაბურული ჩემი ოთახი...სულში ჩამოღამდა და მიკვირს,ნუთუ აქამდე ოდესმე მეგონა რომ დღე იყო...გაოცებული შევყურებ ღია სარკმელში შემოსულ ნარინჯისფერი მარგალიტებით დაფარულ მანდარინის ხეს...ნუთუ იმისთვის რომ ასე ლამაზათ იცხოვრო,საჭიროა ხედ დაიბადო ამ ქვეყნად...
უხარია დღეს,რომ სხვას ახარებს თავისი მოსვლით,გათენებით...რამდენი ვინმე ელოდება ფრინველები,ცხოველები,მცენარეები და ადამიანებიც...ადამიანები ნაკლებ ბედნიერებას განიცდიან როცა თენდება...ვერ აღიქვამენ მის სიდიადეს...რომ არა დღე,ისეთივე საუკუნო წყვდიადი იქნებოდა ქვეყანაზე,როგორიც ახლა ჩემს სულშია...კარგია რომ დღე არსებობს...მათთვის არის კარგი...
ოთახი სავსეა სევდიანი ბგერებით...მღერის მეფე...
ჰო,მეფე--- არ მოგესმათ...
,,ვიცი ვერ გნახავ დიდი ხანი
და ყვავილებით ვერ მოგირთავ თმას,
არ მავიწყდება შენი კანი
და მენატრება შენი ხმა...
მენატრება,მენატრება,
მენატრება შენი ნაზი ხმა''
ზმანება...
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 comments1998.
შენი ნაწილი
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 commentsმწვერვალზე აველ და შევამჩნიე,
ცა იყო,როგორც თეთრი მანდილი.
ცისფერი თოვლი მე მომაგონებს ცისფერ სარეცელს!
მთვარე დარაჯად დაგვდგომია ღამის წყვდიადში.
ვნებით დაცლილი მაგნოლია ფოთლებს წამოსწევს,
ტოლს არ დაუდებს თავად მთვარეს ღამის ციალში.
მე ვგრძნობ შენს ხელებს თბილს და ძლიერს თმების ბადეში,
რას მიჩურჩულებს ნეტა ყურში ანცი აპრილი,
გადმოვწევ საბანს და დაგხედავ მზინარეს ჩუმად,
მე ხომ აქ ვიგრძენ ჩემს წიაღში--- შენი ნაწილი...
For Pink
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 commentsგავალ...
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 comments18 მარტი.2009 წელი.
დრომ იცის!
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 commentsმე --- ღამეული ფიქრებით ვითვლი
საათის წიკწიკს...
მიჰქრის,შორს მიჰქრის
წუთები სივრცის,
ითვლის ამ დროით ნაწამებს რიცხვით...
იცის,რომ სიცილს,
ღამეულ სიცივს,
თან ახლავს სითბო,შენი თმის ციმციმს...
შენი თვალების,
შუქი ალების,
და წამწამების ალერსი იცის...
იცის დრომ!!!...
2007.14.03.
შენ წახვალ,ვიცი...
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 comments1996.
რატი ამაღლობელს
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 commentsმოვბედო ახლოს და რამე გითხხრათ,
იკმარებს ალბათ ხუთი იარდი,
თვალების სარკის აღსაქმელ სხივად.
მე მინდა თქვენი სამყარო ვიგრძნო,
უძირო შავ ტბებს ჩავხედო მინდა,
თვალები ამბობს გულის ნაფიქრსო,
თქვენი ნაფიქრი გავიგო მინდა.
,,შენ გამუდმებით წერ რასაც ხედავ,
მე იმას რასაც მინდა ვხედავდე...''
მე ვხდი სამოსელს თქვენს ნათქვამ სიტყვას
და შეიძლება ზედმეტს ვბედავდე.
არა! არა და კვლავ არა! არა!
სიტყვით კრიკეტის თამაში კმარა!
შიშით ვძრწი ყოველ თქვენს ნაკალმარზე,
გონდაკარგული,გეზდაკარგული,
ბიჯ-არეული ვვალ ნახანძრალზე.
დავბლანდავ რითმას,შევკრავ ერთ მუშტად,
ვიყო თქვენს თვალში მჯღაბნელი თუნდაც...
თქვენს სიტყვებს ვუფრთხი,ვით თოვლის გუნდას
და მაინც ყველას ვითვისებ ურცხვად.
მიყვარს რატი
ღამისთევები
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 commentsვეღარ გავუძლებ და...შევიშლები.
ვეღარ მიშველის შენი შიშველი
ურცხვი თვალების შავი გიშერი.
ღამე იმდენი,ღამე რამდენი,
ცრემლების ფასად სად არ ნადენი,
ერთი-მეორის მაგვარი --- შავი
და ბნელი აზრით მოცული თავი.
ღამისთევები...უკვე ვნებდები.
გინდა შეგხვდები?! მოგეფერები.
გაგიმხელ ჩუმად,ატმის ხეების
ქვეშ მომხდარ ყოველ ღამისთევების,
ჩემი გრძნობების დაშლის დღეების,
მერე თავიდან შერწყმის ფერების ამბავს.
ალბათ ოდესმე ისევ შევხვდებით...
:(
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 commentsლურჯი ფრინველი
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 commentsამ ბოლო დროს ჩემდაუნებურად გადავეჩვიე ზურგზე წოლას.საშინლად მსიამოვნებს ემბრიონის პოზა,ან სულაც ჩამხობილი,მოდუნებული სხეულით... სახის ჩემს ღვინისფერ ბალიშში თავჩარგვით ძილი...ამგვარი პოზა თითქმის ჩვეულებად მექცა...
ამ ღამით ჩვეულების და საწინააღმდეგოდ მდუღარე აბაზანა მივიღე,არადა ვერ ვიტან ცხელ წყალს...საერთოდ წყალი მიყვარს ძალიან...ზოდიაქოსი არ მჯერა,მაგრამ მეუბნება შენი სტიქიააო.ცხელი წყალი ბავშვობიდან მძულს თურმე---დედისგან მსმენია.რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,ზამთარშიც კი გრილი წყალი მირჩევნია...
წყალი მიყვარს,ზღვა იმიტომ მიყვარს,რომ ვგრძნობ წყლის სიცივე როგორ მაყრის ბუსუსებს კანზე...ახლა კი...ახლა ზღვის ფერ საწოლში ვარ გაშოტილი,თავზე ლაჟვარდისფერ ხილაბანდ-წაკრული,გვერდზე უზარმაზარი შავი კატა მიწევს...ისიც ჩემსავით თითქოს და უდარდელად გაშხლართულა და საამოდ კრუტუნებს...საოცარ სიამეს მანიჭებს ამ ცხოველის სხეულზე შეგრძნება...მაწყნარებს,სიმშვიდის ჰიპნოზით მთანგავს.მჭიდროდ შეკრული ცოცხის ღერებივით ერთად უყრის თავს ნერვების მორგვს მისი ბეწვის თბილი მოკარება...საკვირველია არა?! ყველა individum-ს თავისებური ,,ინდივიდუალური'' ხუშტური აქვს...
ირგვლივ სიბნელე და სიმშვიდეა.ბაღში გამავალი ჩემი საძინებლის ერთადერთი,უზარმაზარი ფანჯრიდან ღამის თრითინას უხმო ჭრიჭინი ისმის...ჩემი ბალიში საცოდავად არის მიჭმუჭნილი საწოლის კუთხეში.სადღაა ბალიშის ადგილი,მე და კატას გვიჭირავს მთელი სივრცე......
ვეღარ ვხვდები მძინავს თუ ჯერ კიდევ ღვიძილში ვარ.ეს კი ვიცი,რომ თვალები ღიად არ მაქვს...მაგრამ აშკარად ვხედავ ფოსფორისფერ ნახევარმთვარეს...მთვარე ძალიან პატარაა და შორს არის ჩემგან,პირდაპირ ჩემი თვალის წინ,თითქოს ზედ გუგაში მიზის ეს ოხერი მთვარე,მაგრამ ძალიან შორს არის მაინც.,,ღმერთო'' ვფიქრობ ,,რა ლამაზია ეს ერთი ციდა მთვარე''.ციცქნა მთვარემ კი თითქოს ამის გაფიქრებას ელოდაო,ელვისუსწრაფესად იწყო ზრდა.გაიზარდა!!!
გაიზარდა თვალსა და ხელს შუა...იმოდენა გაიზარდა,რომ ჩემი თვალის გუგაში აღარ ეტევა...მივხვდი,რომ მთვარემ ნელ-ნელა იწყო ფორმის შეცვლა,ფერის შეცვლაც...ახლა ლურჯი თუ იისფერი გახდა...არა ცისფერია...ეს რა გამოეზარდა?!ვერცხლისფერი სატევარი გამოჰყო უცებ გიჟმაჟმა მთვარემ...ჰოი,საოცრებავ, ეს... ეს ხომ ნისკარტია?ჰო,ეს ნისკარტია ნამდვილად.იისფერი ლურჯმა შეცვალა,ლურჯი --- ცისფერმა,ცისფერი --- თეთრმა,თეთრი ისევ იისფერმა.ასე მელოდიურად იცვლებოდა ფერები მთვარის...არა ნისკარტიანი მთვარის...უცებ ნისკარტს ზემოთ რაღაც აფახულდა...ეს თვალი უნდა იყოს! მთვარემ თუ რაღაცამ გიშრისფერი თვალი,პირდაპირ თვალში გამიყარა და მისმა სიპრიალემ თვალი მომჭრა...
ელავდა პაწია,მრგვალი გიშერი...ზემოდან,კინკრიხოს გაგრძელებაზე,ისევ ის ფერთა მოზაიკა ანცობდა...მე ახალი საფიქრალი გამიჩნდა ამის თაობაზე...მთვარე აშკარად აღარ იყო მთვარე,მან ფორმა იცვალა.აბა სად გინახავთ იისფერი მთვარე და ისიც წელში გაღუნული?!...
ეს მთვარე კი არა რაღაც ნისკარტიანი არსება იყო,იქნებ ჩიტია?!იქნებ თუთიყუშია?!არა,თუთიყუშს არ უგავს ნისკარტი.ეს ჩიტია... ჩიტია...ძალიან ლამაზი კია რაცაა...
მერე თითქოს ფერები დაწყნარდნენ და და ერთმანეთს ადგილი აღარ წაართვეს...ჯერ იისფერი შედგა,მერე ლურჯი,მერე ცისფერი,ბოლოს თეთრი...ოღონდ თეთრს ოქროსფერი წინწკლები გასდევდა კუდის რიკამდე...ფრთები დაეშვა---ლურჯად დაფერილი ცისფერი ფრთები... თეთრი ბუმბული აშლოდა მკერდზე და ნისკარტის წვერით ისწორებდა.ნისკარტი ვერცხლისფერ სხივებს აფრქვევდა ირგვლივ ელექტრონის შუქივით აღაჟღაჟებდა ნუშის ფორმის სივრცეს---ჩემს თვალს......
სხეულზე ბასრი ბრჭყალის ნაზი შეხება ვიგრძენი...ეს კატა გადაბრუნდა და შავი ფეხების თეთრი დაბოლოებები ჰაერში აპლაკა...რაც შეეძლო მჭიდროდ მომეკრო თეძოზე...ბრჭყალი დამადო---შემახსენა მისი იქ ყოფნა...როცა მეფერბა ასე იცის,ბრჭყალს დამასობს ხოლმე მსუბუქად...ბეწვი გაუხურდა,თითქოს ცეცხლი მოეკიდა...თეძო მიხურს,სადაც ის მეხება...ხელით ვიშორებ...დაშტერებით მაკვირდება---არაა ჩვეული ჩემგან უარყოფას...ნაწყენი ვარ კატაზე სიზმარი რომ გამაწყვეტინა,ჩემი ლურჯი ფრინველი რომ დამაკარგვინა...ეჰ,შემიყვარდა მე ის პატარა ლურჯი ფრინველი,თითქოს ჩემს ოცნებას გავდა---შემთხვევით ნაპოვნს,უცებ გულში შემოჭრილს და ასევე უცბად დაკარგულს...ხატვა მაინც ვიცოდე დავხატავდი ჩემს დაკარგულ ოცნებას---ლურჯ ფრინველს...''
loooooooool...
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 commentsაქა ხარ გულში...
უკვე დამალბე...
გიპოვე?
არა,წამით გამათბე...
უბრალოდ ჩემში სხივი აანთე....
როცა ვერ გხედავ,ვფორიაქდები...
დაგინახავ და უცებ გავთბები...
ნეტავ ვინა ხარ?!
უცხო ხარ?არ ხარ...
შორი ხარ?არ ხარ...
შენ ხომ ჩემში ხარ...
მე ორი გავხდი...
შენ და მე...
აზრი?
არაფრის აზრი აღარ მადარდებს...
მთავარია რომ აქ ხარ ხვალამდე...
ნუ იკარგები...
მოდი ხოლმე...
დარჩი,რომ გავთბე...
არ მეშინია სიცივის არა...
არ მეშინია არც უშენობის...
ვიცი,რომ არ ხარ სადმე ახლოში...
ვხვდები,რომ აქ ვარ მარტო,პათოსში...
მკვდარი სულივით რომ გამაცოცხლე
შენა ხარ ის --- მე ვინც მაცოცხლებს...
ნეტავ სადა ხარ,რომელ განედზე...
არ მსურს,ვიცოდე...
მაინც გამენდე...
დავნებდე?
ვერა...
აუF...გავრეკე
loooooooool...
მაშინ არ მოსულა :(
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 | 0 commentsმაშინ 15 წლისა ვიყავი...ეჰ! არ მოვიდა... :(