Saturday, May 16, 2009

მოკვდა მხატვარი

| |

,,ჩამოხეული შპალერი...ნაიარევ კედლებზე სისხლიანი ხელისგულის ნაკვალევი...იატაკზე სისხლის გუბე...მაგიდაზე სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლე...სავარძელზე მიგდებული სისხლიანი ხალათი...ძველ როიალზე შემოდებილი ჩამწვარი სანთლის ნარჩენიანი შანდალი...ჩამოშვებული ჭაობისფერი ფარდები...სიკვდილის სუნი...გამოქვაბულისეული სიცივე გაჯერებულა მთელს ოთახსი...ნეტავ აქ ოდესმე ვინმე ცხოვრობდა?!დაჟანგულ მოლბერტზე ტილოგადაჭიმული ჩარჩო დევს,რომელზეც მხატვრის ხელს სახე მოუხატავს...არა ესკიზია სევდის... უნაკვთო,უჩრდილო,უემოციო ესკიზი...მაგრამ თვალები მეტყველებენ შემზარავად რეალურად...სად არის თვით მხატვარი?ან ვისი სახეა ტილოზე ჯერ კიდევ დაუმთავრებელი?!გაჩერებული საათის ციფერბლატი ოთხის ნახევარს აჩვენებს...ნუთუ ეს არის ის დრო,როცა მხატვარმა ფუნჯი სამუდამოდ დადო პალიტრის გვერდით?სად არის მხატვარი...ან რატომ დატოვა ტილო ესკიზის დონეზე?მხოლოდ თვალები უჩვენა მნახველს...სად არის მხატვარი?რატომ არ სურს დაასრულოს ნახატი?სად არის მხატვარი?ნუთუ ისე წავიდა,რომ საფიქრალი დაუტოვა ესკიზს...ობობას ქსელი ემოციასავით გადაჰკვრია სევდიან თვალებს...ნახატი ელის დასრულებას...თუ არც ელის?როგორ მაგონებს ეს ნახატი საკუთარ სახეს... ''



0 comments:

top

Post a Comment

Blog Archive