Saturday, May 16, 2009

სადგური ,,ბარსელონა''

| |




















,,მატარებლის ხმაურში აქა იქ ისმოდა ხალხის გადღაბნილი ხმები.ჩემს წინ ბავშვები ბუშტის გამო ჩხუბობდნენ...
დაცარიელებულივით ვიყავი მაინც, ამდენი ხალხით სავსე სადგურში...ყინავდა გარეთ და შემინულ კედლებს ოხშივარი ასდიოდა... რკინის სავარძელი,რომელშიც ვიჯექი,თითქოს ტანზე შემეზარდა.
მალიმალ გავხედავდი ხოლმე სალაროს თავზე ჩამოკიდებულ დიდ,მწვანე ციფერბლატიან საათს,რომელზეც ისრები მორიდებით მიიკვლევდნენ წინ გზას.ხალხი მიდი-მოდიოდა ჩემს თვალწინ...დუღდა მასა...
და მე მიკვირდა რა სიცოცხლისუნარიანია ხალხი...სადაცაა ჩემი წასვლის დრო დადგება...პირველად ვარ უცხო ქვეყნის უცხო ქალაქში...უცხო აეროპორტიდან მატარებლის სადგურში მოხვედრილი...მოულოდნელად ოზის ,,დრიმერ'' ჩამესმა ყურში და სმენას არ დავუჯერე.ჩემს უკან მჯდომმა გოგონამ მობილური ააჩხაკუნა და სიმღერის ბგერებს ხელი შეუშალა ჩემამდე მოეღწია... რაღაცნაირად ჩამეღვარა მუსიკა გაყინულ სხეულში და სითბო მომგვარა...ვიცოდი,რომ არავინ მოვიდოდა ბარსელონის ამ უცხო სადგურზე ჩემს გასაცილებლად...ჯიბე მოვიჩხრიკე და რკინის ერთ ევროიანი ამოვარჩიე.კუთხეში,კედელზე დაკიდებულ ტელეფინის აპარატს მივუახლოვდი,რათა ჩემი მამიდაშვილისთვის დამერეკა.მგრამ აღმოჩნდა,რომ აპარატს ვერაფერი გავუგე.ირგვლივ მიმოვიხედე.დავინახე ახალგაზრდა გოგონა,მივუახლოვდი და ინგლისურად გამოველაპარაკე.ვერაფერი გაიგო...გამობრუნდი უკან და მხრებჩამოყრილი ბეღურასავით დავდექი ისევ აპარატთან.მოულოდნელად ბიჭი მიახლოვდება და გაფართოებული,ზღვისფერი თვალებით მაკვირდება:,,ეს თქვენ ხართ?''---სახელით მომმართა.,,დიახ... '' ---დაბნეულად მივაგებე---ქართულად დალაპარაკებას არ ველოდი...,,იცით,მე თქვენი მამიდაშვილის მეგობარი ვარ და მთხოვა დაგხვედროდით დღეს აქ''--- ბიჭი საოცარი გულუბრყვილობით მიღიმოდა....არ ვიცოდი თუ ის უნდა დამხვედროდა,მამიდაშვილს ველოდებოდი და ცოტა არ იყოს სახტად დავრჩი...მე სიამოვნებით გავყევი მას იმ ღამეს თავის ბინაში...მეორე დღეს გამაცილა... ''

0 comments:

top

Post a Comment

Blog Archive