,,შენ წახვალ ჩემგან,როგორც სული---მკვდარი სხეულიდან.წახვალ და უკან არც მოიხედავ.ანდა,რად უნდა მოიხედო?!ვინ გრჩება?!შენ წახვალ ჩემგან და დამიტოვებ სულში უსასრულო ნაღველს,არც არასოდეს გაგახსენდები...შენ ისიც არ იცი,რომ ვიღაც ერთი უთვისტომო,მარტოსული,მიუსაფარი ადამიანი ფიქრობს შენზე...არც მინდა იცოდე.მე შენ გხედავ,გგრძნობ,მესმის შენი ნაბიჯების ხმა და... მე ამ ნაბიჯებს ვითვლი...ოცნებაში გიწყობ ნაბიჯს...შენ მხედავ ამ ოცნებაში...მაგრამ,მგონი ყველა ჩემი ცდა ამაოა და მეც თავად ა, ,,ამაოების'' მსხვერპლი ვარ...''
1996.
Saturday, May 16, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
0 comments:
Post a Comment