Saturday, May 16, 2009
წამოდი ტყეში გთხოვ!
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 |,,ღამეული ზმანებასავით ხარ ჩემში,ღამით უფრო მეტად მახსოვხარ და მაკლიხარ......უკიდეგანო გვირილებიან მინდორზე გავიქეცი და დამედევნე...თავზე თეთრი გვირილების გვირგვინი მადევს,რომელიც შენი ხელებით დაწანი და დამახურე...ბალახი მუხლამდეა თითქმის და ჩემს თეთრ კაბას მწვანე ფერი დაჰკრავს ბოლოებზე...ფეხები დამესერა...ფეხშიშველი ვარ...შენც...ფეხთ გავიხადეთ,რომ უფრო გვეგრძნო გაზაფხულისეული მიწის სიგრილე...მინდვრის ბოლოს ასწლოვანი მუხის სამი ხე დგას...იქეთ მინდა გაგიტყუო...მინდა მუხის ძირში მივეყრნო შენს მხარს...ჩვენ ხომ ერთმანეთი აქ ვიპოვეთ...თუმცა მე გიპოვე... გვირილების ტყეში...ნიავი მიწეწავს გაშლილ თმას და შენს დაწნულ გვირგვინს თმებიდან მაცლის... იხრები,იღებ და ისევ თავზე მადებ...თვალები გვიხვდება ერთმანეთს...სახეზე შენ თბილ სუნთქვას ვგრძნობ და მსიამოვნებს...წამოდი ტყეში...მე ხომ ასე მიყვარს ბუნება...ვიცი,ალბათ შენც გეყვარება...წამოდი ტყეში და სადმე მითხრი ის,რისი მოსმენაც შენგან ასე მეოცნებება...მუხები და გვირილები დაგვესწრებიან და გაგვამხნევებენ...ჩემი ნუ გეშინია...''
23.o3.2009.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
0 comments:
Post a Comment