Saturday, May 16, 2009

საბედისწერო ლტოლვა

| |


,, ... კარები გამოვიჯახუნე და კიბეებზე თავქუდმოგლეჯილი დავეშვი...სადარბაზოში ჩემი მეზობელი ქალი შემხვდა და ალბათ სახეზე ამოიკითხა რა გუნებაზე გახლდით---გვერდზე გადგა---რომ არ გადამევლო.ქუჩაში გასულს წვიმის წვეთებმა ვერ მომანიჭეს სიამოვნება,როგორც სხვა დროს შვებოდნენ ამას.ფეხები დამისველდა...საშინაო,თითში გასაყრელი ჩუსტები მეცვა...მოკირწყლულ ქუჩის პირს გავუყევი აჩქარებული ნაბიჯით თითქოს სადმე მეჩქარებოდა.სიცივე იყო,მაგრამ მე ვერ ვგრძნობდი.სარაფანი სულ გამელუმპა,ტანზე მომეკრო თხელი ქაშმირი...მადლობა ღმერთს ქუჩა ცარიელია და ვერავინ დაინახავს სიშიშვლემდე მისულ სისველეს ჩემსას...გაზონზე ჩარიგებულ ხეებს გავცდი ---ცა თავზე ქუდივით გადამეშვლიპა...ნაცნობ ბაღსაც გავცდი,რამდენჯერ მიკოცნავია აქ აკრძალულ,მაგრამ სასურველ დროს.იმ დროს თავდავიწყებამდე ვიყავი,მაგრამ არა შეყვარებილი,არამედ ვნებააშლილი და შეხედულებების დამსხვრევაზე მოწადინებული.მაშინ სხვანაირად ვმტლაშა-ვმტლუშობდი,მოზარდულად.რევოლუციურ სწრაფვას ვგრძნობდი ჩემში არსებულ გულუბრყვილო თახვთან ბრძოლაში.მაგრამ ამან შედეგი მაინც ვერ გამოიღო...გავატარე ეს მცდელობები და ახლა თითქმის ფეხშიშველი,გაწუწული,გათოშილი მივუყვები იმავე ბაღის კიდეს და ჩემსავე უსუსურობაზე მეღიმება...გზაზე გაძვალტყავებულმა ძაღლმა გადამირბინა... გული შემეკუმშა...საოცრად მომინდა ახლა განჯინაში არსებული ორი კვირის წინათ ნაყიდი გამომხმარი პურის ყუა მქონოდა.ძაღლს შევძახე,შედგა და ტანჯვით სავსე მზერა მომაპყრო.აჯაგრულ ბეწვზე წყალი წურწურით ჩამოსდიოდა.ერთ ხანს მიყურა და რომ არაფერი გავიმეტე,ისევ ძუნძულით განაგრძო გზა ხიდისკენ...გავყევი...ხიდი ტილოზე დახატული ქალის ჩამორეცხილი ესკიზივით იცქირებოდა.შემეშინდა თვალებზე ფეხი არ ამცდენოდა და გვერდი ავუარე.ხიდის სახელურს დავეყრდენი და შავი მდინარის აგორებულ ზვირთებს ჩავაცქერდი...რა სიღრმით და სევდით სავსე მზერა ქონდა... იყო მასში რაღაც გარყვნილი და მიმზიდველი...წამით აზრმა გამიელვა ამ წუთში ასე რეალურმა და წარმოვიდგინე სექსი მასთან...მხოლოდ ამის წარმოდგენამ მომგვარა ის წამიერი ნეტარება,რაზედაც იყიდებიან მეძავები...საოცრად მოინდა შევხებოდი წყლის ძლიერ მკლავს...კენჭი ავიღე და ვერსოლე...გავეკეკლუცე...დატრიალდა,აბუყბუყდა,ნაოჭებივით დაეტყო ხაზები შუბლზე...წარბი შეიკრა და გამჭოლად შემომხედა...მაგრამ მე გავუძელი მის მზერას და გამოვიწვიე...გამშრალ ტუჩებზე ენა მოვისვი,ოდნავი სინესტე რომ მაინც შემეგრძნო,სხეულს ხომ მუმიასავით ვგრძნობდი...მცხელოდა არადა თავსხმა წვიმაში ვიდექი,ხიდზე...მიწვევდა მდინარე,ვნებიანი თვალებით სველ სამოსს მხდიდა და თავის ძლიერ მკლავებში მეპატიჟებოდა...ვგრძნობდი მის ლტოლვას ჩემდამი და მეც იგივეს განვიცდიდი...თავდავიწყებამდე მოგდომებიათ ვინმე?არა?მე კი... მდინარე...,,უკაცრავად გოგონი,თავს კარგად გრძნობთ?''გაშეშებული თვალებით მოვუტრიალდი...სისხლმა თავში ამასხა.ინტიმი დამიშალეს ძველი ნაქსოვი წინდასავით...,,დიახ,ამაზე კარგად თავი არასდროს მიგრძვნია!'' ---გამოვცერი კბილებში და ტანზე მოკრული სველი მაისური შემოვიცალე,რომელსაც მომხვდური მტაცებლური თვალებით უყურებდა....უკანა გზაზე --- სახლისკენ,შავმა კატამ გადამირბინა.ვიცოდი რომ ეს რამე სასიამოვნოს მოასწავებდა...''

0 comments:

top

Post a Comment

Blog Archive