მშვენიერია შეგრძნება იმისა,რომ ლამაზი დილა თენდება,ლამაზია დღე,ლამაზია სიცოცხლე.გიხარია,რომ ცოცხალი ხარ და ამ შვენიერი დღით ტკები.გიხარია,რომ შეგიძლია ფეხშიშველი გაიქცე ზღვის სანაპიროზე და ზღვის ცისფერ ტალღებში გადაეშვა,როგორც ოცნებების ოკეანეში...დაგხედოს მზემ,მოგეფეროს თბილი სხივებით და გაგრძნობინოს,რომ ბედნიერებაა,როცა დედამიწაზე მოხვედი ყველას გილოცავთ ამ ლამაზ დღეს...დღეს არაფერი დღესასწაული არა.უბრალოდ მინდა კაცობრიობას კიდევ ერთი ლამაზი დღის გათენება მივულოცო და ვუთხრა:მიუხედავად ძნელი ცხოვრებისა,მიუხედავად ზოგჯერ მუქი ხაზებისა ჩვენს ცხოვრებაში,ცხოვრება მაინც ღირს...ღმერთი არ შემცდარა როცა ადამიანის ძისთვის ასეთი ლამაზი სამყარო შექმნა.ბუნების სილამაზე გააძლებინებს მარტო ადამიანს სხვა თუ არაფერი---ამ ძნელბედობის ჟამს ამ აღვირახსნილ და ამორალურ ეპოქაში...შეხედეთ მზეს და ის მაცოცხლებელ ენერგიას მოგივლენთ ...
Thursday, May 21, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
0 comments:
Post a Comment