,,დავიღალე...ვიცი გტკენ,გაწყენინებ ხოლმე...ვიცი ცუდად გექცევი და ისიც ვიცი,რომ თავს გაბეზრებ...მაგრამ მაპატიე ხოლმე...ხომ ხვდები,რომ ეს ზედმეტები მხოლოდ და მხოლოდ გადამეტებული გრძნობის და ტკივილის ბრალია... შენ წახვალ ჩემგან ვით მკვარი სხეულიან--- მე კვლავ და კვლავ ამას გიმეორებ ფიქრში,იმიტომ რომ ვიცი ასე არის ახლაც და ასე იქნება ხვალაც,ზეგაც... მე დარჩენილი დარდი ვარ,რომელიც ჩამორჩა დროის სვლას.მე ხავსმოდებული ქვა ვარ,რომელზეაც აღარავინ ჯდება ხოლმე დასასვენებლა,მე მიტოვებული სახლი ვარ,რომელსაც ქარი ყოველ წამობერვაზე უმოწყალოდ აცლის ბათქაშს და წამი-წამობით უსწრაფებს სიცოცხლეს...მე პეპლებისგან მიტოვებული ყვავილი ვარ,სიყვარულის გაუმჟღვნებლად რომ გაეცალნენ მათზე შეყვარებულ გვირილას... ტყის ლიანა ვარ,ჯუნგლში გაზრდილი,რომელიც ეხვევა,იპყრობს და საბოლოოდ მაინც უხეიროდ კვდება...
და შენ?შენ ვინ ხარ?შენ მაღალი ხარ,შორი,მიუწვდომელი...აი ის სვეტები ხარ,ირლანდიის იდუმალი სვეტები,მისტიკით სავსე,რომელიც მე ასე მიზიდავს...შენ ცისარტყელა ხარ,მრავალფერი,მაცდური...მზე ხარ...რომელიც მათბობს სიცივისგან დამზრალს...შენ ის ყავის ფინჯანი ხარ,რომლიდანაც მე ყავას ვსვამ ყოველ დილით და ურომლისობაც მე არ ძალმიძს არც ერთი დღე.შენ ის ჰაერი ხარ,რომელსაც გსუნთქავ...შენ ის წყალი,ხარ რომელსაც მე ვსვამ...შენ ის ბალიში ხარ რომელიც ყოველ ღამე მეხუტება და გულში მიკრავს...შენ,შენ... ყველგან და ყველაფერში ხარ... შენ ხარ მცოცხლებლი ჩემი... იმედი --ამ უიმედობის ჟამს... მე შენ მჭირდები... უშენოდ მოვკვდები... ჰოდა,მაცოცხლე ცოტა ხანს,ნუ მომკლავ ჯერ... '''
emper ra magaria :(
ReplyDeletechemi cxovrebis bolo 1 weli damidga tvalwin :(((