Saturday, May 16, 2009

დაბრუნდი...

| |

,,,სიცივემ ისევ განმისხეულა...ოღონდ ახლა სხვა მხრიდან...საიდანაც დიდ სითბოს ველოდი,სწორედ იქიდან წამომიბერა ნამქერმა და სულში ჩამომთოვა...არ მეგონა თუ ასე მოვისაკლისებდი შენს შესაძლო გაუჩინარებას ჩემი ცხოვრებიდან...ჩემს სულშიც ისე თოვს და ისეთივე ზამთარია ბარტყი,როგორიც ახლა იქ,სადაც შენ ხარ...თავი ისე მიტოვებულად ვიგრძენი უეცრად,როგორც შოშიები მიატოვებენ ტრიალ მინდორში მდგარ დათოვლილ ბებერ მუხას ძეხორციელის გამოჩენისას...მე არ გაცოდებ თავს და არც დარჩენას გთხოვ.ის უფრო მეტკინება ამ ორი მიზეზსი გამო რომ არ წახვიდე....მე ისევ ვტირი...ვტირი რომ გაწუხებ...ვტირი,რომ გკარგავ ვხვდები...ვტირი,რომ ვერ ამიტან ასეთს,როგორიც ვარ...მაპატიე...შენ სხვა ადამიანი გეკუთვნის...უფრო მსუბუქი,უფრო მხიარული და არა ჩემსავით მოსიარულე სევდა...როგორც გულმა გითხარს... როგორც გაგიხარდეს...
მე აქ ვარ... '''

23.03.2009.

0 comments:

top

Post a Comment

Blog Archive