,,უბრალოდ დროს ვკლავთ...დროს ჩვენს მკვლელს...დროს ვუხდით სამაგიერსოს...ვაზღვევინებთ ყველა იმ განცდილი თუ განუცდელი ტკივილის საფასურს.დროს სად აქვს გული...
დრო უგულოა,უგრძნობი,ცივსისხლიანი...განურჩევლად ყველას კლავს,ასამარებს,კოცონზე წვავს და ფერფლს ჰაერში ფანტავს...წყალში ახრჩობს... დრო ყველას სიკვდილით გვსჯის... დრო ატეხილი,დრო არასანდო და დრო მაინც სასურველი.
ქალივითაა დრო,თავისი ავხორცობით რომ გიზიდავს.თავისი მწველი მზერით და ქორფა ძუძუებით რომ გაბრმავებს...დრო ბოზი ქალივითაა,რომელიც თავისი სურვილისამებრ მოგიხმარს და საზღაურსაც გადაგახდევინებს.
კახპაა დრო,რომელიც თავს შეგაყვარებს და მერე რომელიმე ლოთ სოვდაგარზე ერთი ქურქის ფასად გაგცვლის....დრო ისეთი დაუმორჩილებელი მეძავია,რომლის აღვირსაც ვერავინ მიაგნო,რომ მართოს...მაინც ვემონებით და დორბლმორეული რევერანსებით ვანებივრებთ დროს...
ნეტავი რატომ?
ხომ შეგვიძლია უბრალოდ მოვკლათ დრო?უბრალოთ ვისაუბროთ თუნდაც პოეზიაზე ან ნიკალასავით დავსხდეთ ბუხრის წინ,მივირთვათ სამოვარში ადუღებული ჩაი და ვისაუბროთ ხელოვნებაზე.ან ვჯღაბნოთ,ვისაც რა შეგვიძლია...ან ვითამაშოთ ფეხბურთი...ან სულაც სხვის ნერვებზე ვითამაშოთ...დავფქვათ ყავა ვენეციურ ყავის საფქვავში დაა გაურკევევლი წარმოშობის იეროგლიფებით დაფარული სპილენძის ,,ტოლჩა-- შემოვდგათ გაზქურაზე --- მივირთვათ თურქული ყავა.
უბრალოდ დრო მოვკლათ...
უბრალოდ გავერთოდ...
უბრალოდ მოვკლათ დრო,სანამ ის მოგვკლავს... ''
2009.31.03 15:22
0 comments:
Post a Comment