Saturday, May 16, 2009

გაქცევა

| |

,,ჩემი დამსხრეული ძვლები ჩემი --ოცნებებია...ჩემი დახლეჩილი ხორცი --ჩემი დარდია...ჩემი დაჭმუჭნილი და სანაგვე ყუთში მოსროლილი სული-- ჩემი არსებაა...მოკლული ჩიტი არასოდეს აფრინდება...ვეღარ იფრენს...ქუშაში ფეხშიშველი,თავსხმა წვიმაში,ნახევრად შიშველი ვერ გავექცევი იმას,რისგანაც ასე მინდა თავის დაღწევა...ჩამსვრეულ ფანჯრებს ქარი ლაწალუწით ახეთქავს დარაბას და ნაკუწებად ქცეულ წითელ ფარდას სისხლის ნიაღვრებივით აფენს ძველი კედლების ხაოიან ზედაპირს...

დავუყვები ნაცბნობ ბილიკს,სწორედ ისე როგორც ახლა ჩემს სახეს ცრემლში არეული წვიმის ღვარები დაუყვებიან და სველ,შეციებულ ბაღს გადავკვეთავ...თეთრი მაგნოლიების სურნელს ისე შევისუნთქავ, როგორც უკანასკნელ ჟანგბადის წვეთს და თავქვე დავეშვები აღრიალებული მდინარის სანაპიროზე... იქ ერთი სკამია...იმ სკამზე ფიცარნაგი აფენია.სველია ფიცარნაგი,მაგრამ მე მაინც ვჯდები და შიშველ,ტალახში ამოთხვრილ ფეხებს ამოვიკეცავ მკლავებქვეშ...მხრებს მინამავს ცივი წვეთები და მიწითლებს ფერდაკარგულ კანს... არარსებულ ბუსუსებს მიშლის სიცივიგან გაფითრებულ კანზე.აცახცახებული ხელით სიგარეტს ვიღებ ჯიბიდან და ვუკიდებ...მათბობს ფილტვებში ჩაღვრილი ბლანტი ბოლი და ერთიან თეთრ ღრუბლად ამოვისუნთქავ...წვიმა მისველებს თითებში მოქცეულ წვრილ ღერს და და მიქრობს...

მოვისროლე ამღვრეულ მდინარეში...კაბას ვიხდი...იქვე ვდებ სკამზე...საცვალსაც კაბის გვერდით ვაწყობ აკურატულად...საათს,საყურეებს და ყელსაბამსაც იქვე ვდებ საოცარი წესრიგით...მე ასეთი დავიბადე და ასეთი წავალ... დედიშობილა... შიშველი --- სულითაც და სხეულითაც... ''

                                

                 


                                       

0 comments:

top

Post a Comment

Blog Archive