Saturday, May 16, 2009

თენდება დღე

| |

,,ასეთი ვარ...ბნელი...როგორც თამბაქოს კვამლით გაბურული ჩემი ოთახი...სულში ჩამოღამდა და მიკვირს,ნუთუ აქამდე ოდესმე მეგონა რომ დღე იყო...გაოცებული შევყურებ ღია სარკმელში შემოსულ ნარინჯისფერი მარგალიტებით დაფარულ მანდარინის ხეს...ნუთუ იმისთვის რომ ასე ლამაზათ იცხოვრო,საჭიროა ხედ დაიბადო ამ ქვეყნად...

უხარია დღეს,რომ სხვას ახარებს თავისი მოსვლით,გათენებით...რამდენი ვინმე ელოდება ფრინველები,ცხოველები,მცენარეები და ადამიანებიც...ადამიანები ნაკლებ ბედნიერებას განიცდიან როცა თენდება...ვერ აღიქვამენ მის სიდიადეს...რომ არა დღე,ისეთივე საუკუნო წყვდიადი იქნებოდა ქვეყანაზე,როგორიც ახლა ჩემს სულშია...კარგია რომ დღე არსებობს...მათთვის არის კარგი...

ოთახი სავსეა სევდიანი ბგერებით...მღერის მეფე...

ჰო,მეფე--- არ მოგესმათ...

,,ვიცი ვერ გნახავ დიდი ხანი

და ყვავილებით ვერ მოგირთავ თმას,

არ მავიწყდება შენი კანი

და მენატრება შენი ხმა...

მენატრება,მენატრება,

მენატრება შენი ნაზი ხმა''


                                         


















2009.19.03.

0 comments:

top

Post a Comment

Blog Archive