Saturday, May 16, 2009

ღამისთევები

| |

ამ ღამეს თუ კი არ შემეშვები,
ვეღარ გავუძლებ და...შევიშლები.
ვეღარ მიშველის შენი შიშველი
ურცხვი თვალების შავი გიშერი.
ღამე იმდენი,ღამე რამდენი,
ცრემლების ფასად სად არ ნადენი,
ერთი-მეორის მაგვარი --- შავი
და ბნელი აზრით მოცული თავი.
ღამისთევები...უკვე ვნებდები.
გინდა შეგხვდები?! მოგეფერები.
გაგიმხელ ჩუმად,ატმის ხეების
ქვეშ მომხდარ ყოველ ღამისთევების,
ჩემი გრძნობების დაშლის დღეების,
მერე თავიდან შერწყმის ფერების ამბავს.
ალბათ ოდესმე ისევ შევხვდებით...

0 comments:

top

Post a Comment

Blog Archive