მაშინ 15 წლისა ვიყავი...ეჰ! არ მოვიდა... :(
Saturday, May 16, 2009
მაშინ არ მოსულა :(
Posted by ჯენის | at Saturday, May 16, 2009 |
,,მე შენ რა ხანია გელი...გელი მთელი ცხოვრება.მე მჯერა,რომ შენ აუცილებლად მოხვალ.მოხვალ და სწორედ მაშინ,როცა ეს საჭირო იქნება... მე მუდამ,ყოველთვის გელი;ყოველ წამს შეიძლება გამოჩნდე...საუბედუროდ თუ საბედნიეროდ,ჯერ არ დამდგარა ეს წამი...იცი,როგორი წარმომიდგენიხარ?არა,არ ვიტყვი,მაგრამ მწამს,სწორედ ისეთი აღმოჩნდები,როგორიც ჩემს წარმოსახვაში ხარ.მე ვიცი,რომ ერთი ნახვით დაიპყრობ გულს,ვიცი,რომ შენი ერთი შემოხედვას კი დაანგრევს ჩემსავე აშენენბულ ,,დამცავ'' გალავანს და მე აღმოვჩნდები შენს წინაშე შიშველი სულით...არ გეგონოს ჩემს თავს მონად გიცხადებდე,უბრალოდ მე შენ მეყვარები...მეყვარები იმ გრძნობით,რომელიც თითქოს მშიერია და საზრდოს ეძებს და რომლითაც ჯერ არავინ მყვარებია.მე ვგრძნობ წინასწარ იმ დიდ სიყვარულს,რომელიც წინ---მომავალში მელოდება.და როდესაც შენზე ვფიქრობ,გულში საოცარ სითბოს ვგრძნობ და მე ვგრძნობ...მე ვგრძნობ,რომ ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი არსება ვიქნები,ყველაზე ბედნიერი იმიტომ,რომ მე მეყვარები შენ---შენ გეყვარები მე...''
Subscribe to:
Post Comments (Atom)
0 comments:
Post a Comment