Saturday, May 16, 2009

რევანში

| |

 გრძნობა,რომელიც დიდი დროა არვის უხილავს,
მიმჯდარა,სადრაც ბნელ კუთხეში გარინდებული...
შავსამოსგაცლილ,გაშიშვლებულ ბედისწერასთან
ზარს თამასობდა,ღვთის იმედზე თავმიდებული.
,,როგორი გინდა,წესი დასთქვი და მომეც ფიცი,
მთელი სამყარო გელოდება,ბედკრულო სულო,
სწორედ წამზეა დანდობილი შენი სვე-ბედი,
ამაღამ განვსჯი გაფრინდე თუ ბნელს ჩაესვენო''.
და სიბნელიდან ქარბორბალა დაატყდა არეს,
ვით ქვესკნელიდან აიწია ნისლის ღრუბლები,
წამით და თითქოს გაანათა ჭექამ ბნელეთი
და ეშმამ თითქოს გააელვა წამით ბრჭყალები.
ცალ მუხლზე სიმწრით ჩაჩოქილმა გრძნობამ ცახცახით,
გამხდარი ხელი წამოსწია მუშტად შეკრული,
აჰხედა ზეცას---ალაგ-ალაგ შავად შესუდრულს...
მზერას სინათლე შეეგება ღვთითბოძებული.
ბნელის თვალებში რისხვა გაკრთა ვერცხლის სატევრად,
გრძნობის მკერდს ჩასცა სასიკვდილო ლახვარი მსვრელი,
დაბლით დაეშვა განგმირული,ამაყი გრძნობა,
თვალები ზეცას შეჰყინვოდა---აღვსილი შვებით...
ღმერთმა შესწირა მსხვერპლად გრძნობა კაცთა ვაებას
და დაუმკვიდრა სიყვარული სამარადისო...
დამშვრალი ეშმა ამოდ გლეჯდა სიძვის ულვაშებს,
წრფელი გრძნობა კი ღირსად ადგას გოლგოთის მთაზე...


2002.18.02.

0 comments:

top

Post a Comment

Blog Archive