,,რა ლამაზად გაწვიმდა...ახლა ღამეა და ქუჩაში,ელექტრონის ყვითელ შუქზე ბრილიანტის თვლებივით აციმციმდა წვიმის წვეთები...მე არ მძინავს როგორც ყოველთვის და ვფიქრობ შენზე... ახლა ღამის სამის ნახევარია და ფრანგული სტილის ფანჯარაში გავყურებ ულამაზესი ქალაქის დანამულ ქუჩას...შენ უკვე გაიზაედე... დიდი გახდი...მე მიხარია...დღეს ძალიან საყვარელი დღეა ჩემთვის...დღეს ხომ შენ შემოაბიჯე ჩემს დაგმანულ ცხრაკლიტულში...დაკეტე ცხრა კარები და ცხრავე გასაღები შენ გქონდეს...როცა მოგინდება,მესტუმრე ხოლმე...ვიცი რომ არ დარჩები ჩემს სამუდამო სტუმრად...თვალებზე რული მომედო,მაგრამ მაინც არ მინდა დავიძინო ისე,რომ რამე არ გითხრა...მინდა დაგიტოვო მოტეხილი ფრთის შესახვევი არტაშანი...რატომ წაშალე ის სიტყვები...ცრემელბი არ გინდა რომ მქონდეს თვალებზე?მე მაინც მაქვს...იმიტომ რომ შენი მტკივა...შენსას განვიცდი...შენი ხატი მინდა მეც ვიწამო...გაიღიმე...მეც მინდა ღიმილი...არ მინდა სევდამ შეჭმუხნოს შენი წარბები...მოდი და მე შევძლებ შენს გაღიმებას...ოღონდ შენ მოდი...ნუ გეშინია...მე ისეთი მინდიხარ,როგორიც ხარ...რა გტკივა მითხარი და მე მოგირჩენ...ცრემლებით დაგინამავ გამშრალ ტუჩებს...ხო,ვტირი...ვტირი მე...სუსტი ვარ ალბათ...ვდარდობ შენზე...საიდან ამდენი სევდა...რატომ ხარ ასეთი ჩუმი...ასეთი დარდი რა გაქვს...მინდა ვიცოდე,რომ მეც ვიდარდო...სამყარო დიდია და ორივე დავეტევით, კი,ორივე...ეგ უკვე აღარ ვიცი ერთად თუ ცალ-ცალკე...მინდა იქ სადაც შენ ხარ...თუნდაც შორიდან გხედავდე...დღეს მაწყენინე,რომ მითხარი ვერ მიცანიო...როგორ ვერ გიცანი...მაგრამ მომერიდა მოსვლა...შენი მომერიდა...როგორც უცხოს ისე მიყურებდი...აბა,როგორღა მოვბედავდი მოსვლას...შენი მეშინიაო...მე კი შენი...აი,ის კედელი,ძალიან რომ გიყვარს,სხვსი აშენებული კედელი,შიგნით რომ გყავს გამომწყვდეული შენი სევდა და არავის რომ არ უმხელ,ეგ კედელი მძულს...ძალა არ შემწევს რომ მოვიდე და დავანგრიო...შენი წყენინება არ მინდა...ვიცი,რარიგ გიყვარს ეგ კედელი...მინდა რომ შენ თვითონ დაანგრიო და გაუშვა ის სევდა,რომელიც ასე გვიშლის მე და შენ...გთხოვ,გააკეთე ეს...ფანჯარას ვაღებ და ხელისგულს ვუშვერ წიმას...ფიქრისგან დაოსებულ სახეზე მაწყდება ატეხილი წვიმის ნიაღვარი და ცრემლს რეცხავს...ელექტრონი კი ისევ ანათებს ყვითელი მელანქოლიის ფერზე და ერთადერთ თვალს არ მაშორებს...შუქის წრეწირში გალუმპულმა კატამ გაირბინა...შემეცოდა...შენი ნაპოვნი კნუტი გამახსენდა და შენი დაღვრემილი სახე წარმოვიდგიე...ერთ ცალს გაკოცებდი სახეზე და ძილი ნებისას გისურვებდი,მაგრამ... მეშინია შენი... შენი სევდის მეშინია... მტერია ჩემი და შეიძლება მოსაკლავადაც გამიმეტოს...მე ამირჩიე,გთხოვ...შეელიე სევდას... ''
22 მარტი,2009 წელი.
Saturday, May 16, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
0 comments:
Post a Comment