,,დღეს ცუდი დღეა.პირქუში.მიბღვერს და სულში მიფათურებს ხელებს...ტაძარზე ვფიქრობდი...მაგრამ სად არის...საღამოს წავალ და ევანგელისტურ ეკლესიას შევჩივლებ დამთრგუნველ სადარდებელს...აქაც არის ჩემი ღმერთი,უბრალოდ ღვთის სახლია სხვა...რა მოხდა მერე?მთავარია მიმიღებს...უფალი ხომ სტუმართმოყვარეა...ჰოდა მივალ... ვკითხავ რჩევას...აზრს ვკითხავ...არა,არა თავს მიტოვებულად არ ვგრძნობ უჩხო მხარეში...აქ ხომ შენ ხარ ...ჩემში...და უფალი...მეტი რაღა მინდა ბედნიერებისთვის...ტკივილამდე განცდილი მონატრების შეგრძნება არ მტოვებს უკვე რა ხანია...ვეძებ მუდმივად,,,აკვარიუმში მოქცეულივით ვარ...ვხედავ გარე სამყაროს,მაგრამ არ შემიძლია მას შევუერთდე,იმიტომ რომ დატყვევებული ვარ...არ ვიცი რამ ან ვინ განიზრახა ეს,ჩემი დატყვევება...ჰოდა,სწორედ ამას ვკითხავ უფალს...გავალ...'''
18 მარტი.2009 წელი.
Saturday, May 16, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
0 comments:
Post a Comment