Saturday, May 16, 2009

:(

| |















,,მისი სიყვარული ისევე მალე გაქრა,როგორც უცაბედად მოვარდა...ისევე მალე დაღაფა სული,როგორ მალეც მოიცვა მთელი ჩემი არსება.ისევე უსაშველოდ უმტკივნეულოდ,წავიდა,როგორც შემზარავი ტკივილის სახით მოვიდა...
გავა საათები,დღეები,წლები და სულ დავავიწყდები მას ...ეყოლება ვინმე სხვა --- თავისი სიყვარულის ობიექტი.ეყვარება ის,მაგრამ ისე არა,როგორც მე შემეძლო ის მყვარებოდა ---თავაშვებული და სულელური სიყვარულით...ბედნიერებს არ შეუძლიათ გულისტკივილით სიყვარული...მე კი რაც მეტად მტკივა,მით მეტად მიყვარს და მით მეტად განუმეორებელია ჩემი მისადმი გრძნობა...ის ვერ მიხვდება,ვერ გაიგებს თუ რატომ შემიყვარდა...და როცა წლები გავა,ის დაბერდება,ვერ იგრძნობს,რომ რაღაც აკლდა ცხოვრებაში ჩემი სახით...იმიტომ რომ არც ეცოდინება ჩემს შესახებ...არ დაენანება გვირილები,რომელიც მან მაჩუქა,გვირილები,ჩემი ფიქრებივით მოკლესიცოცხლიანი,მაგრამ თავისუფალი. რომლებიც მან ქარის მსგავსად მიატოვა...
არ მოვენატრები...არასოდეს... ''



0 comments:

top

Post a Comment

Blog Archive