Saturday, May 16, 2009

ძველი ფანჯარა

| |

თვალებს მოაწვა სიგიჯე---ცრემლი
და ფარდა ქარმა გადაისროლა.
,,ქარიშხლიანი,უმიზნო ვნების''
დრო გადიოდა მარადისობად.

ჰე,უკვდავების თეთრო მერანო,
ჩამომიქროლე ელვარე ეტლით,
როს სიცოცხლისგან თავი წარვიღო
და დავიმკვიდრო უკუნი ბედი.

თვალებს სიყვითლე შმაგი მოაწვა,
სიყვითლე --- მკრთალი მელანქოლია,
ზამთრის ხმელ ბაღებს თოვლით მოჭიქულთ,
სიცოცხლე სევდად გადახდომიათ.

ჩიბუხის კვამლი ნაცრისფერ ნისლად
შემომხვევია --- ვით საბურველი...
ფარდა გიჟმაჟი ქარმა წაიღო,
სარკმელი ღრიჭოდ მიტოვებული ---კვნესის,
ჭრიალებს იარა-ხსნილი......
როგორ მაგონებს ძველი ფანჯარაჩემს სხეულს მიხრწნილს.


2004.22.06.

0 comments:

top

Post a Comment

Blog Archive