,,საათს დავხედე---2 სრულდება.რა ხანია უკვე ყველამ დაიძინია.ჩემს თვალს კი რული არ ეკარება...ერთი ცდა მივეძალე კიდეც,იქნებ ფიქრებისგან როგორმე თავი დამეღწია,მაგრამ არ გამომდის... ავდექი,მაგიდის ნათურა ავანთე,თავი ხელებში ჩავრგე და წამით გონება გავთიშე...ვერ გეტყვით,რამდენ ხანს ვიყავი ამ მდგომარეობაში...გათიშული,სამყაროდან შორს,მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიყავი,პეპელასავით მსუბუქად ვგრძნობდი თავს...უსაზღვროთ ბედნიერი ვიყავი...უეცრად საშინლად მომინდა დამეთრგუნა შემი მარტოსულობა,გამენადგურებინა ის ბოროტი რაღაც,რაც ასე მიფორიაქებდა ისედაც გაველურებულ სულს...მომინდა ძირს დამეგდო და გამეთელა...,,რა ვარ მე? რა ვარ მე?''---კივის სული ჩემს არსებაში და უთავბოლოდ აწყდება კედლებს,სურს როგორმე გაანგრიოს და თავს უშველოს,მაგრამ................სხეული მომეშვა,კუნთები მომიდუნდა,თავი ნელ-ნელა ჩამომიცურდა ხელებიდან...განძრევის თავი აღარ მქონდა......კარის ხმამ შემაფხიზლა... ვიცოდი ვინც იქნებოდა,არ მიმიხედავს... დედაჩემის თბილმა და ნაზმა ხელებმა დამაბრუნა ამ ქვეყნად...''
1998.
Saturday, May 16, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
0 comments:
Post a Comment