Saturday, May 16, 2009

აი,რა არის ცუდი!

| |

იცი რა არის ყველაზე ცუდი?

თუმცა შეიძლება არცაა ცუდი,არ ვიცი...როდესაც იცი,რომ ვერ გაგიგებენ და ამის გამო არ გაქვს ხმის ამოღების სურვილი...მე მაქვს ეგ მომენტი ხშირად ცხოვრებაში.ხშირად კი არა,მუდმივად.რატომღაც მოხდა ისე,რომ აღმოვჩნდი მარტო.არც რეალში,არც ვირტუალში არ მყავს ისეთი ვინმე,ვისთანაც შემიძლია მდუმარეთაც თამამად ვიყო.

საერთოდ,დუმილითაც შეიძლება გაუგო ადამიანს...

მაგრამ მგონია,რომ არასწორ დროს მოვხვდი არასწორ ადგილას.თუმცა იმდენს ვერ გავბედავ,რომ ამის გამო შევჩივლო მას,ვისაც ეს შეეძლო სხვანაირად მოეხდინა.რა ვიცი,მგონი ცოტა ვერ ვარ და ამის ბრალია... შარა გზაზე დაგდებულ ხავსმოკიდებულ ლოდს ვგავარ,რომელზეც საუკუნეა არავინ ჩამომჯდარა დასასვენებლად...

1 comment:

  1. “მგონი ცოტა ვერ ვარ და ამის ბრალია...“
    ეგ თავის დამშვიდების აპრობირებული მეთოდია

    ReplyDelete

Blog Archive