Saturday, May 16, 2009

შენი ნაწილი

| |
































მთას ავუყევი ცის სანახავად,
მთა მაღალია,თვით ცის აღზრდილი...
მწვერვალზე აველ და შევამჩნიე,
ცა იყო,როგორც თეთრი მანდილი.

ცისფერი თოვლი მე მომაგონებს ცისფერ სარეცელს!
მთვარე დარაჯად დაგვდგომია ღამის წყვდიადში.
ვნებით დაცლილი მაგნოლია ფოთლებს წამოსწევს,
ტოლს არ დაუდებს თავად მთვარეს ღამის ციალში.

მე ვგრძნობ შენს ხელებს თბილს და ძლიერს თმების ბადეში,
რას მიჩურჩულებს ნეტა ყურში ანცი აპრილი,
გადმოვწევ საბანს და დაგხედავ მზინარეს ჩუმად,
მე ხომ აქ ვიგრძენ ჩემს წიაღში--- შენი ნაწილი...





2009.19.03

0 comments:

top

Post a Comment

Blog Archive