Saturday, May 16, 2009

გამოღვიძება

| |


,,ხმაურით წამოვიდა ღთაებრივი სითხე და შენი მკლავებივით შემომეხვია.ცხელია წყალი და გათოშილს,კანს მწვავს.მინდა ჩამომრეცხოს რაღაც მძიმე,რაც ასე მიმძიმებს სულს,გულს,მაგრამ არ ვიცი რა არის ეს რაღაც.ასეთი უსუსური არასოდეს არის ადამიანი როცა დუშის ქვეშ დგას.შიშველი,გაწუწული...სხეულზე ჩამომდის წყლის ნაკადულები და არარსებულ ბუსუსებს მიჯაგრავს...პირში მწკლარტე,მარილიან გემოს ვგრძნობ,მაგრამ ვაიგნორებ.სახეს ვუშვერ წყლის ჭავლს და ვშეშდები,როგორც ლოდის ნატეხი.მოულოდნელად დავიხედე მერდზე,არ ვიცი რატომ და შიშისგან შევკრთი---მთელი გულ-მკერდი,მუცელი წითლად მქონდა შეღებილი და კოჭებამდე წითელ სითხეში ვიდექი...მაჯებზე დავიხედე---გონზე ხომ ვარ?მაჯები საღია.მთელი სხეული შევიმოწმე,მაგრამ ყველაფერი რიგზეა.აბაზანის ფარდას ვწვდი და მთელი ძალით გადავწიე...მოპირდაპირე კედელზე უზარმაზარ სარკეში საკუთარი გასისხლული სილუეტი დავინახე და შიშისგან ამოვიხავლე,..სისხლისგან ვიცლებოდი...რამდენიმე ხანში თეთრ ოთახში გამეღვიძა,თეთრად შემოსილი თეთრი მანდილოსნებით გარშემორტყმულს....ჭერი იყო საოცრად ნათელი და შუაგულში მზესავით ანათებდა ბრტყელი აირმაშუქი... მე კვლავ ცოცხლი ვიყავი..'''


2009.31.03. ღამის 12 საათი.ესპანეთი.



0 comments:

top

Post a Comment

Blog Archive