Saturday, May 16, 2009

მთვარის სერენადა

| |

 მთვარის სხივებით შემკული იდექ
და გიბზინავდა გიშერი თმაში,
შენი თვალები სულში ჩამწვდომი,
ბევრჯერ მატარებს უაზროდ ქარში...

ღამით,ბაღებში ქარი დაჰქროდა...
ეს შენს თვალებშიც ცელქობდა სიო,
და მე უეცრად ამოვიკითხე:
,,აჰა,შენი ვარ,მსურს დაგნებდეო''.

ღამით ბაღებში ქარი დაჰქროდა
და უწეწავდა ზამბახებს ფოთლებს,
ვიდექ მთვარის წინ და ვთხოვდი მნათობს
შეჰგუებოდა ჩვენს გაცვლილ როლებს...

მე მთვარე ვიყავ---ვერცხლის დაირა,
ჩემს სხივებს გფენდი სარეცლად ფეხთით,
და ვიჭრებოდი თმის ბულულს მიღმა,
გიშერში ვერცხლად სხივებს გიფენდი.

ღამეა,ჩუმად სძინავს ედემ-ბაღს
და სადღაც ტევრში კვნესის მგოსანი,
ვარდის ბუჩქების მთრთოლვარე კრთომას,
ერთვის ბგერათა შვიდი ფრთოსანი.


2005 წელი.

0 comments:

top

Post a Comment

Blog Archive