Saturday, May 16, 2009

დამიცადე...

| |

,,დამიცადე,ასე სწრაფად ნუ მიდიხარ,ფეხს ვერ გიწყობ...შეიცადე მაგ ალვის ძირას და ამასობაში მეც წამოგეწიო იქნებ...

დათბა ზამთრის სუსხის მერე...გაზაფხულის სუსტი მზის სხივივით ვიგრძენი შენგან იმპულსები...სითბოს ჩაღვრა პირველად გავიგე ძარღვში რ აყოფილა...ნაზად და მალულად ვეტანები მზის სხივს...ვერ ვბედავ...

რომ წამოგეწევი ხელი შემაშველე აღმართში,ზამთრის ყინვისგან დამზრალი მაქვს ფეხები და მყარად ვერ ვდგავარ...

შენი ხელი...ყველაზე სანდო,რაც კი ოდესმე ვინმეს ხელს შევხებივარ...

საუკუნო სიცივის შემდეგ რა უცებ და საოცრად გავთბი ...

ნუ მოიღუშები ისევ საავდრო ღრუბელივით,მეშინია წვიმის...არ მინდა ავდარი...და თუ მაინც დასცხებს კოკისპირული,ალვას შევეფაროთ,მე შენს მხარს შევაფარებ თავს ყველაზე თბილს და მყუდრო სახლს დედამიწის ზურგზე...'''



2009.19.03.

0 comments:

top

Post a Comment

Blog Archive